ეუთოში დაგმეს  ზაზა გახელაძის თავისუფლების აღკვეთა

ეუთოში ამერიკის შეერთებული შტატების მისია გმობს რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძისათვის გამოტანილ განაჩენს. სპეციალურ განცხადებაში კერძოდ აღნიშნულია, რომ ეს არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები რომ შეესრულებინა. განცხადების თანახმად, ზაზა გახელაძისთვის 5 თებერვალს გამოტანილი განაჩენი არის კიდევ ერთი მაგალითი რუსეთის მცდელობისა, გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები- დე ფაქტო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ამერიკის შეერთებული შტატების მისია ეუთოში რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და ოკუპირებული რეგიონებიდან ჯარის გაყვანისაკენ მოუწოდებს. მისია რუსეთისგან მოითხოვს შეწყვიტოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა. ზაზა გახელაძის უკანონო დაკავების ფაქტს გამოეხმაურა ეუთოში დიდი ბრიტანეთის დელეგაციაც და მისი დაუყოვნებელი გათავისუფლება მოითხოვა. განცხადებაში კერძოდ აღნიშნულია, რომ მიმდინარე დაკავებები და ე.წ. ბორდერიზაცია გამიზნულადაა შექმნილი რეგიონში დესტაბილიზაციისთვის და ადმინისტრაციული ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებზე უარყოფით გავლენას ახდენს. დიდი ბრიტანეთის დელეგაციამ ეუთოში კიდევ ერთხელ მოუწოდა ყველა მხარეს 2008 წლის 6 პუნქტიანი შეთანხმების შესრულებისკენ. 11 თებერვალს ქართული მხარის ინიციატივით ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობის 12 წელზე მეტი ვადით გახანგრძლივების საკითხზე იმსჯელეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, საქართველოს დელეგაციამ მკაცრად დაგმო ეს უკანონო გადაწყვეტილება, რომელიც მიმართულია ვითარების დესტაბილიზაციისკენ და მოუწოდა რუსეთს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ზაზა გახელაძე და უკანონოდ დაკავებული საქართველოს სხვა მოქალაქეები. ამავე ცნობით, სხდომის ფარგლებში საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ევროკავშირის, უკრაინის დელეგაციებმა და ასევე კანადის დელეგაციამ ისლანდიის, ლიხტენშტეინისა და ნორვეგიის სახელით. რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. დღევანდელი განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა". კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელ...
წყარო

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lika

თბილისი
  • 6 საათის წინ

Lola

თბილისი
  • 11 საათის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ