ათეულობით ათას ადამიანს მივეცით ცხოვრების მშვიდად გაგრძელების უფლება
სავარაუდოდ, სინოდის განჩინებაში კონკრეტული გადაწყვეტილებაა იმ ახალგაზრდებთან დაკავშირებით, რომლებიც სამხედრო სამსახურიდან ორგანიზაციამ “ბიბლიური თავისუფლება” იხსნა.
წინასწარი ინფორმაციით, მათ, ვისაც სწორედ ამ ფორმით აქვთ მიღებული სასულიერო პირის წოდება, აეკრძალებათ ნათლობის, ჯვრისწერის, ზიარებისა და წესის აგების უფლება.
“ბიბლიურ თავისუფლებაში” გაწევრიანება წმინდა სინოდის წევრებისთვის მართლმადიდებლური მრწამსის უარყოფას ნიშნავს.
პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მათ ათეულობით ათას ადამიანს მისცეს ცხოვრების მშვიდად გაგრძელების უფლება და ასევე, იაგო ხვიჩიას არ ესმის, რატომ არ არის ამ საკითხში მათი თანამოაზრე საპატრიარქო.
“ძალით წაყვანილი ხალხით როგორ შეიძლება, ჯარის ძლიერება გაიზარდოს?! ჯარს ზრდის ის, რომ იქ იყვნენ ისეთი ადამიანები ვისაც ნამდვილად უნდა. ჩვენთან მოსულა ხალხი, რომლებსაც საერთოდ სხვა ცხოვრება ჰქონდათ და ვიღაც სულელი მოდის და ეუბნება, რომ სამშობლო უნდა დაიცვან ავტომატით ხელში. ის ხალხი კი სამშობლოს სხვანაირად იცავს. ჩვენ ათეულობით ათას ადამიანს მივეცით ცხოვრების მშვიდად გაგრძელების უფლება. პარალელურად კი, ჩვენ ვითხოვთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებას,” – აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” თავმჯდომარე იაგო ხვიჩია....