რთე/რთ: რუსეთმა მედიაკომპანიის სამართლებრივი დევნით დაარღვია ჩეხეთთან დადებული ხელშეკრულება

რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების (რთე/რთ) თანახმად, რუსეთმა დაარღვია ორმხრივი ინვესტიციის ხელშეკრულება, როცა რუსეთში ორგანიზაციის სამაუწყებლო საქმიანობას დაუპირისპირა სადავო კანონი „უცხოეთის აგენტის“ შესახებ. 11 თებერვალს გამოქვეყნებულ განცხადებაში რთე/რთ ეხმიანება რუსეთის მარეგულირებელთა მიერ გასულ კვირაში კომპანიისთვის დაკისრებულ ჯარიმებს. მედიარეგულატორმა „როსკომნადზორმა“ რთე/რთ-ისგან მოითხოვა, რომ დაიცვას მკაცრი რეგულაცია და მარკირება გაუკეთოს რუსეთში გამოქვეყნებულ და გავრცელებულ აუდიო თუ ვიდეო მასალებს, რომ ისინი უცხოეთიდან ფინანსდება. რთე/რთ ერთ-ერთია სამი ორგანიზაციიდან, რომლებიც „უცხოეთის აგენტის“ იარლიყით უნდა აღინიშნოს და ერთადერთი, რომელსაც ჯარიმები დააკისრეს. საპასუხოდ „როსკომნადზორმა“რთე/რთ-ს 260 დარღვევის შესახებ გაუგზავნა შეტყობინებები. მათი საერთო მოცულობა თითქმის 1 მილიონ აშშ დოლარს აღწევს. მომავალ კვირაში საკითხი სასამართლოს გადაეცემა. რთე/რთ კერძო არაკომერციული ორგანიზაციაა, რომელსაც აშშ-ის კონგრესი აფინანსებს. მედიაკომპანიის შტაბბინა პრაღაში მდებარეობს და ჩეხეთის კანონების ფარგლებში ოპერირებს. რთე/რთ-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსკოვის მიერ მიღებული ზომები არღვევს რუსეთსა და ჩეხეთის რესპუბლიკას შორის 1994 წელს ხელმოწერილ ხელშეკრულებას, რომელიც მოსკოვს ავალდებულებს, სამართლიანად მოექცეს რუსეთში ჩეხურ ინვესტიციებს. დავის გადასაჭრელად რთე/რთ-მ რუსეთს მოლაპარაკებისკენ მოუწოდა. თუკი რუსეთი ამას არ დათანხმდება, ხელშეკრულება იძლევა უფლებას, მოსკოვის წინააღმდეგ საერთაშორისო საარბიტრაჟო პროცედურები განხორციელდეს, ნათქვამია რადიო თავისუფალი ევროპა / რადიო თავისუფლების განცხადებაში. ...
წყარო
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 1 საათის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 10 საათის წინ

Nina transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 2 საათის წინ