ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ევროპული საქართველო” დატოვა

ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ევროპული საქართველო” დატოვა. მან ეს ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა. “ევროპულ საქართველოში” დღეს ცვლილებებთან დაკავშირებით პარტიის წევრების შეხვედრა იმართება. “31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, ქვეყანაში არაორდინალური მდგომარეობაა: პირველად საქართველოს ისტორიაში მმართველმა პარტიამ მოახერხა მესამე ვადით ხელისუფლებაში დარჩენა. არც იმაზე ვიდავებ – გაყალბდა თუ არა არჩევნები, არც იმაზე – მიიღო თუ არა ეს შედეგები საზოგადოებამ. ფაქტია, რომ ვაგრძელებთ ცხოვრებას გაფორმებულ ავტოკრატიაში, რომელსაც რესპუბლიკანიზმის (ხელისუფლების დანაწილება, ხელისუფლების ანგარიშველდებულება, კანონის უზენაესობა) აღარანაირი ნიშანწყალი რჩება. თუ გვინდა, რომ ეს მდგომარეობა შეიცვალოს, ამ მძიმე რეალობის გააზრებით უნდა დავიწყოთ. ეს უნდა გაიგოს ყველამ: მოქალაქემ, მეწარმემ, ჟურნალისტმა, სამოქალაქო აქტივისტმა, პოლიტიკოსმა, ექსპერტმა, ჩვენმა საგარეო პარტნიორმა. ყველამ. ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც ჯერ კიდევ არსებობს ილუზია, რომ „ვბორძიკობთ, მაგრამ ვბორძიკობთ სწორი მიმართულებით“. სინამდვილეში, თვალს ვადევნებთ ჩვენი ისედაც სუსტი სახელმწიფოებრივი ჩანასახის თანდათანობით და მეთოდურ კვდომას. თავს ნუ მოვიტყუებთ: უმძიმესი სოციალური კრიზისის მიუხედავად, მთავრობას ჯერ კიდევ აქვს ფინანსური რესურსი – მომავალი თაობების ხარჯზე – რომ წელს კიდევ დაახლოებით 1 მლრდ აშშ დოლარის ვალი აიღოს და საკუთარი საარჩევნო ბაზა გამოკვებოს. ჩვენ დავედით პირველადი მოხმარების ეკონომიკაზე. სხვა ყველაფერი კვდება, განსაკუთრებით წვრილი და საშუალო ბიზნესი. ოღონდ ამით მთავრობის საარჩევნო ბაზას, რომელიც სხვადსახვა ფორმით ბიუჯეტის საწოვარაზეა მიწებებული, ჯერ ეკონომიკურად დიდად არაფერი აკლდება. დააკლდება, როგორც კი ეკონომიკა გაიხსნება და მოხმარებასთან ერთად გაიზრდება წნეხი ლარზე. საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები მოითხოვენ რადიკალურ ცვლილებებს, რომ ქვეყანამ გაკოტრებამდე არ მივიდეს. კოვიდამდე დაახლოებით 25%-ის მიერ გადახდილი გადასახადებით არსებობდა ეს ქვეყანა. ახლა ეს რიცხვიც მკვეთრად დაბლა ჩამოდის – ნაწილობრივ ბიზნესების გაკოტრების პირას ყოფნის, ნაწილობრივ კი – ხალხის მასობრივად უცხოეთში წასვლის გამო. ხდება საქართველოს „მოლდოვიზაცია“ ან „ტაჯიკეთიზაცია“ – როდესაც ქვეყანაში რჩება პენსიონერი, სოციალურად დაუცველი და ბიუროკრატია, ხოლო ყველაზე პროდუქტული ნაწილი გადის გარეთ და მათ მიერ გადმორიცხული ფული არის ერთადერთი საშუალება – კიდევ გავიმეორებ, მთავრობის მიერ აღებულ ვალებთან ერთად – უბრალოდ, ისუნთქოს ამ ქვეყანამ. კი არ განვითარდეს, იარსებოს. გულუბრყვილობაა იმაზე ფიქრი, რომ ასეთ პირობებში რამე ეშველება განათლებას – სახელმწიფოს საფუძველთა საფუძველს. ესაა ჩვენი რეალობა. ასეთი სიტუა...
წყარო

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 18 წუთის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 24 წუთის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ