პარლამენტმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს და არ მოუხსნას იმუნიტეტი მელიას

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, პარტია ”მოქალაქეების” გენერალური მდივანი ლევან იოსელიანი მიიჩნევს, რომ პარლამენტმა უნდა გამოიჩინოს მეტი სითამამე და საზოგადოებას დაანახოს, რომ ის დაიცავს პოლიტიკოსს და არ მოუხსნის იმუნიტეტს. “ერთი რამ ვიცი, რომ პარლამენტში უნდა მოხდეს საბოლოოდ მისთვის იმუნიტეტის მოხსნის განხილვა და ჩვენ ვფიქრობთ, რომ პარლამენტმა, ამ შემთხვევაში, უნდა გამოიჩინოს მეტი სითამამე, პარლამენტმა უნდა დაანახოს საზოგადოებას, რომ პოლიტიკოსმა, თუ აიღო პოლიტიკური რისკი, პარლამენტი მას ამ რისკის ფარგლებში დაიცავს და არ მოუხსნის იმუნიტეტს, ყოველ შემთხვევაში, მე ესე წარმომიდგენია დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირება,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა. ლევან იოსელიანის თქმით, 2019 წლის დეკემბერში, იმ დროს, როდესაც ნიკა მელიას ერთხელ უკვე უფლებამოსილება შეუჩერეს, ეს ერთი პოლიტიკური გუნდის გადაწყვეტილება იყოს. “ერთი ადამიანის გადაწყვეტილება იყო მაშინ ეს ყველაფერი. დღეს, როდესაც განმეორებით ხდება ამ ისტორიის ჩვენება და განმეორებით ხდება ეს ყველაფერი, მე მგონი პარლამენტმა მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოიჩინოს მისი, ჯერ კიდევ პარლამენტის წევრის მიმართ და არ მისცეს პროკურატურას იმ საქმის ფარგლებში, რომელიც კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი აზრით, არის აბსოლუტურად პოლიტიკურად მოტივირებული, 20 ივნისის საქმეს ვგულისხმობ, ნიკა მელიას დაპატიმრების საშუალება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენ, მე და ალეკო, ორი ადამიანი, ნამდვილად ვიქნებით ამის აქტიური მოწინააღმდეგე და სხვა ჩემს კოლეგებსაც მოვუწოდებ და შევეცდები დავარწმუნო, რომ ეს გადაწყვეტილება არ მიიღონ. თუმცა, ამის დიდი იმედი არ მაქვს, როდესაც 90 ადამიანი “ქართული ოცნებიდან” სხვანაირად ფიქრობს, სავარაუდოდ,“ – განაცხადა ლევან იოსელიანმა. აქვე, ლევან იოსელიანი მოუწოდებს ნიკა მელიას, გადაიხადოს გირაო და გააგრძელოს პოლიტიკური ცხოვრება....
წყარო

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 17 დღის წინ

Ирина

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ