ნავალნის წინააღმდეგ განახლდა სასამართლო ომის ვეტერანის ცილისწამების საქმეზე

მოსკოვში ბაბუშკინის რაიონულ სასამართლოში განახლდა გამოძიება კრემლის კრიტიკოსი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის, წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც იგი ბრალდებულია მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის საჯარო ცილისწამებისათვის. ალექსეი ნავალნი სასამართლოში ბადრაგით მიიყვანეს. ბრალდების მხარე დაზარალებულად მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის 95 წლის ვეტერანს, იგნატ არტიომენკოს, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად შარშან მონაწილეობდა ვლადიმირ პუტინზე მორგებული საკონსტიტუციო ცვილებებების მხარდამჭერ სააგიტაციო ვიდეორგოლში. ალექსეი ნავალნიმ თავის ბლოგში „ფულზე გაყიდული ლაქიები და მოღალატეები“ უწოდა პუტინის მხარდამჭერ ყველა პირს. ბრალდების მოწმეები ამტკიცებენ, რომ ალექსეი ნავალნის გამოსვლის მოსმენის შემდეგ ვეტერანი არტიომენკო ცუდად გახდა, რასაც ნავალნი „მისი დისკრედიტაციისკენ მიმართულ დადგმულ სპექტაკლად მიიჩნევს“. თავად მომჩივანი პროცესში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. პროკურორმა წაიკითხა არტიომენკოს შუამდგომლობა, რომელშიც იგი უარის თქმის მიზეზად „თავის ასაკსა და განსასჯელ ნავალნის საქციელს“ ასახელებს. წინა სასამართლო პროცესის დროს არტიომენკო ვიდეოკავშირის საშუალებით დაიკითხა და, როგორც ბრალდების მხარე ამტკიცებს, ნავალნის რეპლიკების გამო ცუდად გახდა. ალექსეი ნავალნიმ პროცესზე ეჭვი გამოთქვა მომჩივნის შუამდგომლობასთან დაკავშირებით. „საიდან მოიტანეთ დაზარალებულის ეს განცხადება, როგორ მოვიდა ის ჩვენამდე? ეს მოწმობს, რომ ყველა დოკუმენტი შეთითხნილია, თქვენ კი საწყალ მოხუცს იყენებთ, როგორც თოჯინას, რომლის მაგივრად თავად თხზავთ ამ დოკუმენტებს“, - მოჰყავს ნავალნის სიტყვები „მედიაზონას“. პარასკევს სასამართლო სხდომა დაიწყო დაცვის მხარის განცხადებით მოსამართლის აცილების შესახებ. სხდომათა დარბაზში იმყოფებიან ევროკავშირის ქვეყნების, ესტონეთისა და ლატვიის დიპლომატები. რუსეთის ხელისუფლება ძალიან გააღიზიანა წინა სასამართლო პროცესებზე უცხოელი დიპლომატების დასწრებამ. ომის ვეტერანის ცილისწამების საქმეზე ნავალნის ემუქრება 1 მილიონი რუბლის ოდენობის ჯარიმის გადახდა და სავალდებულო სამუშაოები 240 საათის ვადით. მანამდე, 2 თებერვალს, მოსკოვის სასამართლომ სულ მცირე 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 8 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 2 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ