გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა: იძულებული გახდა... რატომ გაგრძელდა ასე საქმეო

ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა მერი რომანაძე-ცეცხლაძე თურქეთიდან საქართველოში ჩამოვიდა. ის შვილის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმის სამართლებრივად გარკვევას ეცდება, რისთვისაც ადვოკატის აყვანასაც გეგმავს. ჟურნალისტებთან საუბარში მან თქვა, რომ მისი შვილი „იძულებული გახდა“ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაესრულებინა. „ჩემი შვილი იძულებული გახდა, იმიტომ რომ წინა დღით ვიღაცისთვის უთქვამს, დავიღალე, რატომ გაგძელდა ეს საქმე ასეო. დედიკოსთან მინდა წასვლაო, ეხვეწებოდა სოცმუშაკს, რომ დროზე მორჩეს ეს საქმე, რომ დედიკოსთან მინდა წასვლაო“, - ამბობს მერი რომანაძე-ცეცხლაძე. Embed share გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დედა: იძულებული გახდა... რატომ გაგრძელდა ასე საქმეო by რადიო თავისუფლება Embed share The code has been copied to your clipboard. The URL has been copied to your clipboard Facebook-ზე გაზიარება   Twitter-ზე გაზიარება   No media source currently available 0:00 0:05:00 0:00 Direct link 128 kbps | MP3 64 kbps | MP3 Pop-out player მისი სიტყვებით, ის წლებია თურქეთში ცხოვრობს. მეუღლის გარდაცვლების შემდეგ თურქეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქვე დაოჯახდა. ყოფილი მამამთილის მოთხოვნით შეჩერებული ჰქონდა დედობის უფლება, თუმცა შვილებთან სატელეფონო კომუნიკაციას ინარჩუნებდა. გარდაცვლილი შვილის მონათხრობის საფუძველზე იცოდა, რომ დეკემბერში მას ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა სექსუალური ძალადობის საქმესთან დაკავშირებით. გარდაცვლილი მოზარდის დედა ჰყვება, რომ გოგოზე ფიზიკურად იძალადეს ოჯახის ნათესავებმაც, კერძოდ, მისი ყოფილი მამამთილის ძმისშვილებმა. ასევე ნახეთ რა (ვერ) გავიგეთ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ბავშვი მოკვდა - როგორ ტოვებს სისტემა ძალადობის მსხვერპლს მარტო „როცა ჩემი შვილი გააუპატიურეს, იმ დღეს, სანამ პოლიციაში წამოიყვანდნენ, ჩემი შვილი უმოწყალოდ სცემეს, ჩემი მამამთილის ძმიშვილებმა, სულ წიხლქვეშ იგორეს ჩემი შვილი. ეს ყველაფერი ჩემმა შვილმა მომიყვა. სად არის ექსპერტიზის პასუხი, გამაგებინეთ?! თბილისში ექსპერტიზაზე რომ წაიყვანეს - ბავშვი გაუპატიურებული იყო თუ არა [ამის გასაგებად], თან ნახეს, რომ ბავშვს მთელი სხეული ჰქონდა დალურჯებული“, - ამბობს გარდაცვლილი ბავშვის დედა. ის სამართალდამცველების მხრიდან უმოქმედობაზე სვამს აქცენტს და ამბობს, რომ სექსუალური ძალადობის საქმის გამოძიება 2 თვის განმავლობაში იწელებოდა. „ხო შეიძლებოდა, რომ სასწრაფოდ ეს ბიჭი დაეჭირათ და ჩემი შვილი ჩემთან გამოეგზავნათ. ჩემი შვილი ახლა ცოცხალი იქნებოდა“, - ამბო...
წყარო

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ilona

თბილისი
  • 1 დღის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 2 საათის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ania

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Яна

თბილისი
  • 4 დღის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ