თალაკვაძე მელიას პატიმრობის საკითხზე: პარლამენტმა უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია "გამონაკლისი" ვერ იქნება. ასე უპასუხა მან ჟურნალისტებს ნიკა მელიას მოსალოდნელ დაპატიმრებაზე. "პარლამენტმა ერთხელ უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. თუ პროკურატურა პარლამენტს მომართავს დასაბუთებული არგუმენტებით, პარლამენტი მიიღებს სათანადო გადაწყვეტილებას. მართლმსაჯულება მის მიმართ იქნება ისეთი სამართლიანი, როგორც ეს არის სხვა ყველა მოქალაქის შემთხვევაში. ნიკა მელია ცალკე არ არის ჩაწერილი საქართველოს კანონმდებლობაში. შესაბამისად, მართლმსაჯულება მასაც მოექცევა ისე, როგორც სხვა მოქალაქეებს", - განაცხადა თალაკვაძემ. საქართველოს პარლამენტს მელიასთვის პატიმრობის წინასწარი ნებართვის მისაღებად უკვე მიმართა საქართველოს პროკურატურამ. ასევე ნახეთ პროკურატურა პარლამენტს მელიასთვის პატიმრობაზე წინასწარ თანხმობას სთხოვს ასევე ნახეთ გიორგი გახარია ნიკა მელიას მხრიდან გირაოს გადაუხდელობას პოლიტიკურ ხულიგნობას უწოდებს ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად პროკურატურისგან მიცემული ვადა დღეს ეწურება. მელია ამბობს, რომ არც ის და არც მისი თანაპარტიელები ამ თანხას არ გადაიხდიან და ამის გამო "ვერ დაიჭერენ". მან გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და, ასევე, გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. ...
წყარო

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 9 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ