გარდაცვლილი 14 წლის გოგონას საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა  

10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. ესენია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა". პოლიციამ ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 10 თებერვალს დააკავა. პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც. ამ საქმეში შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირების მიმართულებით თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის. „ქალთა მოძრაობა“ 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პროკურატურის გულგრილობის გამო უწყების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს და იწყებს 100-დღიან კამპანიას, სახელწოდებით #ნინისგამო. ...
წყარო

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 9 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 7 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 9 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lata

თბილისი
  • 13 დღის წინ