ბოკერია: „ევროპული საქართველოს“ აქტიურ წარმომადგენლად ვრჩები

დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასგან განსხვავებით „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, კვლავ დაიკავებს თუ პარტიულ თანამდებობას. „აბსოლუტურად ნორმალურია ის არგუმენტები, რაც დათომ [ბაქრაძემ] და გიგიმ [უგულავამ] თქვეს, როცა ასეთ რთულ ვითარებაშია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ჩვენ ამბიციური პარტია ვართ და ის, რომ მესამე ადგილზე გავედით იმ ციფრებით, რა ციფრებითაც იყო (მანიპულაციების მიუხედავად). ამას ვიზიარებ, რომ გახდა უკვე სერიოზული განსჯის საგანი და კიდევ უფრო ღრმა დისკუსია უნდა გაგრძელდეს. მე არ ვიზიარებ პოზიციას, რომ ეს არის სწორი მომენტი ლიდერები გაიწიონ ხელმძღვანელი პოზიციებიდან“, - ამბობს ბოკერია. პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა უპასუხა გიგი უგულავას განცხადების შესახებ დასმულ შეკითხვას. როგორც უგულავა აღნიშნავს, იმ შემთხვევაში თუ არ მოხდება პარტიის სრული განახლება, ის ბუნებრივად ჩამოშორდება პარტიას. „ვწუხვარ, მე ასეთ წინაპირობას არავის არ ვუყენებ“, - თქვა გიგა ბოკერიამ და დაამატა, - „მე არ ვიზიარებ საკითხის ასე დაყენებას. განახლება ხდება კონკურენციის გზით და არავის არ ექნება წარმატება თუ ხელოვნურად გახდა ვინმე ლიდერი. დარწმუნებული ვარ, რომ ამ პარტიაში ეს მოხდება. მე ამ პარტიაში ჩემს როლს ვხედავ, როგორც ამ პოლიტიკური ძალის ერთ-ერთი აქტიური წევრი“. პარტიის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე და გენერალური მდივანი გიგი უგულავა გაზაფხულზე დანიშნულ ყრილობაზე არ აპირებენ საკუთარი კანდიდატურების დაყენებას. უგულავა პარტიის განახლებისთვის მინიმუმ ერთ წინაპირობას აყენებს. „აუცილებელი პირობაა სამივე ჩვენგანის [დავით ბაქრაძის, გიგი უგულავას და გიგა ბოკერიას] პარტიის მართვიდან გვერდზე გაწევა. ეს მიმაჩნია მე პირველ, შეიძლება, არასაკმარის, მაგრამ აუცილებელ წინაპირობად, იმისთვის, რომ პარტია განახლდეს“, - აცხადებს უგულავა. ...
წყარო

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Luba

თბილისი
  • 8 საათის წინ

Elza

თბილისი
  • 7 საათის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 5 დღის წინ