ბოლო 24 საათში 27187 კვლევა ჩატარდა ტესტით, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით - 18381, პისიარ ტესტით - 8806. გამოვლინდა კორონავირუსის 535
შემთხვევა. სულ 265 200 დადასტურებული შემთხვევა.
თბილისში გამოვლენილია 201 შემთხვევა, აჭარა - 28, იმერეთი - 101,
ქვემო ქართლი - 36, შიდა ქართლი - 40, გურია - 32, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 42, კახეთი - 36, მცხეთა-მთიანეთი - 10, სამცხე-ჯავახეთი -
6, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
გარდაიცვალა კიდევ 7 პაციენტი. ჯამში 3 343 გარდაცვლილი.
გამოჯანმრთელდა 757 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა
გაიზარდა - 257 441-მდე.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევაა 4 390, საიდანაც:
2 004 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის
საავადმყოფოებში - 891, აჭარაში - 165, იმერეთში - 456.
მძიმეა 429 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან თბილისში -
170, აჭარაში - 41, იმერეთში - 125.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 110 პირი. მათგან თბილისში -
73, აჭარაში- 6, იმერეთში - 13.
277 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, 124 - თბილისში,
139 - აჭარაში, 14 - იმერეთში.
2 109 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 226 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 108, ხოლო აჭარაში - 52.
სულ 6 ოქტომბრიდან - 12 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 776 მოქალაქე.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 11 782 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 6 421 პირი, აჭარაში - 665, იმერეთში - 1 330....