ძველი აღჭურვილობით და მცირე ხელფასით პანდემიის პირისპირ - ინტერვიუ საბერიოს სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორთან

ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ საბერიოს საავადმყოფოს სასწრაფო დახმარების სამსახური გალის 8 სოფლის მოსახლეობას და ენგურჰესის 1000-მდე თანამშრომელს ემსახურება. როგორ ხდება პანდემიის მართვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე და როგორ ახერხებენ კონფლიქტური მხარეები ამ მიმართულებით თანამშრომლობას ამაზე "ლაივპრესი" სასწრაფო დახმარების სამსახურის დირექტორს ხათუნა გარგულიას ესაუბრა. ლაივპრესი: სანამ ინტერვიუს დავიწყებთ, ცოტა რამ საკუთარ თავზე გვიამბეთ. ხათუნა გარგულია: 2005 წლიდან ვმუშობ გალის რაიონში, ენგურჰესის დასახლებაში, კერძოდ, საბერიოს საავადმყოფოში გადაუდებელი სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ხელძღვანელად. მყავს მეუღლე და 3 შვილი, ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი. აქამდე ვმუშაობდი ზუგდიდის სხვადასხვა სამედიცინო კლინიკებში, მაგრამ პანდემიამ ხელი შემიშალა და ბოლო 1 წელიწადია, რაც საბერიოში ვარ. ლაივპრესი: თქვენ აღნიშნეთ, რომ სხვადასხვა კლინიკებშიც მუშაობდით და რატომ აირჩიეთ სამუშაოდ გალის რაიონი. ხათუნა გარგულია: წარმოშობით საბერიოდან ვარ, სკოლაც აქ დავამთავრე, აქაურობა ჩემს ბავშვობას უკავშირდება. ჩემი პროფესიის არჩევანიც ხწორედ ჩემმა ბავშვობამ განაპირობა. ეს იყო პერიოდი, როცა ფანჯრიდან გახედვისაც კი გვეშინოდა, ჩვენს სოფელში ცხოვრობდა ერთი ქალბატონი, მიმოზა მიქაია, რომელიც დღეს ჩვენთან მუშაობს ექთნად, ომის პერიოდში ის იმ ასაკში იყო, რომელშიც ახლა მე ვარ, 35 წლის. რომ გავიხედავდი მისი სახლისკენ და ფანჯარაში შუქს ვნახავდი, ეს იყო ჩემთვის იმედი და ერთგვარი ძალა, იმიტომ რომ არ იყო მედპუნქტი, საავადმყოფო, იყო მხოლოდ ქალბატონი მიმოზა, რომელიც უანგაროდ ემსახურებოდა ყველას, ცხენით, ტრაქტორით, ფეხით, ყველანაირ ამინდში. ის ყველასათვის ავტორიტეტი იყო, იმ ადამიანებისთვისაც კი, ვისიც ჩვენ ყველას გვეშინოდა. ვუყურებდი და ვოცნებობდი, როდის გავიზრდები, რომ გავხდე მიმოზა და მეც ბევრ ადამიანს დავეხმარო. ის იყო ადამიანი, ვისთვისაც არ არსებობდა ბარიერები, ამ ქალბატონის ისტორიამ და მაგალითმა მომცა ძალა და ამ ყველაფერმა განაპირობა ჩემი მომავალიც, გადაუჭარბებლად ვამბობ. ლაივპრესი: თქვენ რა ბარიერები შეგვხდათ, რამდენად სტრესულ გარემოში გიწევთ ყოფნა. როგორ უმკლავდებით პანდემიასთან დაკავშირებულ სირთულეებს? საბერიოს საავადმყოფო. ხათუნა გარგულია: როცა პანდემიაზე საუბარი დაიწყო, თითქოს შინაგანი ფორიაქი დამეწყო, ეტყობა ვგრნობდი რა სირთულეების გავლა მომიწევდა. მოხდა ისე, რომ პირველი კოვიდინფიცირებული პაციენტი აფხაზეთში მე მივიღე. ის შემოვიდა რუსეთიდან, მოვიდა ცხელებით, ისეთი სიმპტომები აღენიშნებოდა, რომ ჩავთვალეთ შესაძლოა კოვიდინფიცირებული ყოფილიყო. ძალიან დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა ამ პაციენტის ტრანსპორტირებაზე. მას შემდეგ მუდმივი მზადყოფნის რეჟიმზე გადავედით. ლაივპრესი: სოფელში...
წყარო

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lela-(t r a n s i)

თბილისი
  • 19 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 13 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 9 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 8 საათის წინ