ზუგდიდის ორ სკოლაში კორონავირუსის შემთხვევა გამოვლინდა
ზუგდიდის პირველ და მეორე საჯარო სკოლებში კორონავირუსის 3 შემთხვევა გამოვლინდა. როგორც „ლაივპრესს“ ზუგდიდის საგანმანათლებლო
რესურსცენტრის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა მამუკა ბულიამ
განუცხადა, მეორე საჯარო სკოლაში მერვე და მეცხრე კლასის მოსწავლეებს,
ხოლო პირველ საჯარო სკოლაში, პირველი კლასის მოსწავლეს
დაუდასტურდა.
სამივე კლასი საიზოლაციო ვადით, 12 დღით გადავიდა დისტანციურ
სწავლებაზე.
რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის მეორე საჯარო
სკოლას, სადაც Covid-19 მანამდე 7 მოსწავლეს და 2
მასწავლებელს დაუდგინდა, უკვე დასრულდა საიზოლაციო პერიოდი და ჩვეულ
რეჟიმში აგრძელებენ სწავლას.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედმა 49 საჯარო სკოლამ
სასწავლო პროცესი სასკოლო ოთახებში 1 თებერვლას განაახლა. სარემონტო
სამუშაოების გამო დისტანციურ რეჟიმში დარჩა ორი სკოლა - პირველი და მესამე. ამ სკოლების
პირველკლასელი მოსწავლეები მეოთხე საჯარო სკოლაში მოათავსეს, სადაც
მეორე ცვლაში სწავლობენ. დანარჩენებისთვის კი სივრცე ვერ მოიძიეს,
რადგან ქალაქის თითქმის ყველა სკოლა ორ ცვლაში მუშაობს.
მამუკა ბულიას განცხადებით, ზუგდიდში გრძელდება მასწავლებელთა
სავალდებულო ტესტირების პროცესიც.
საჯარო და კერძო სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული
პერსონალის სავალდებულო ტესტირება ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს.
განათლების სამინისტროს ცნობით, ტესტირება ჯანდაცვის სამინისტროსთან
ერთად შემუშავებული პროტოკოლის საფუძველზე ტარდება, პროცესს
სახელმწიფო უზრუნველყოფს....