აშშ ტერორისტული ორგანიზაციების სიიდან ამოიღებს იემენის ჰუთის მიმდევართა მოძრაობას

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, განაცხადა, რომ ის გააუქმებს გადაწყვეტილებას, იემენის ჰუთის მიმდევართა მოძრაობის მსოფლიო ტერორისტულ გაერთიანებად აღიარების შესახებ. ამ გადაწყვეტილებით, რომელიც ძალაში შევა 16 თებერვალს, ჰუთითებს ტერორისტულ ორგანიზაციების სიიდან ამოიღებენ. ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის დროს დაჯგუფება ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადდა. ბლინკენის ნაბიჯი მიმართულია მსოფლიოში ყველაზე მძიმე ჰუმანიტარული კრიზისის შემსუბუქებისა და იემენში სამოქალაქო ომის დასრულების მიზნით დიპლომატიური ძალისხმევის გააქტიურებისკენ. „გადაწყვეტილება წარმოადგენს აღიარებას, რომ იემენში მძიმე ჰუმანიტარული ვითარებაა", წერია ბლინკენის განცხადებაში. 2015 წელს იემენი ჩათრეულ იქნა სამოქალაქო ომში, რომელსაც დღემდე ასი ათასი ადამიანი ემსხვერპლა, განადგურდა ინფრასტრუქტურა და დაიწყო უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისი. კონფლიქტში მონაწილე მხარეები არიან ჰუთიტები, რომლებიც აკონტროლებენ დედაქალაქ სანას და ქვეყნის ჩრდილოეთის და დასავლეთის დიდ ნაწილს, მთავრობა, რომელსაც საუდის არაბეთი უმაგრებს ზურგს და სამხრეთელი სეპარატისტები, რომლებიც ასევე ძალაუფლებისთვის იბრძვიან. ბაიდენის ადმინისტრაცია, სხვა ქვეყნების მთავრობები, ასევე გაერო და ჰუმანიტარული ორგანიზაციები, შიშობენ, რომ ჰუთიტებისთვის დაწესებული სანქციები ხელს შეუშლის სურსათის მიწოდებას რეგიონში, როცა ფართო მასშტაბიანი შიმშილის საფრთხე იზრდება. ბლინკენმა მიანიშნა, რომ ჰუთიტების მიმართ ვაშინგტონის ლმობიერებას საზღვარი აქვს. მისი თქმით, მათი მოძრაობის სამივე ლიდერის მიმართ სანქციები ძალაში რჩება. ...
წყარო

Олеся

თბილისი
  • 2 დღის წინ

Zarra

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nitaa

თბილისი
  • 15 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 17 საათის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 7 თვის წინ