ოპოზიციური პარტიები ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრებას პროვოკაციად აფასებენ

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრების საკითხს ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მასში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ნიკა მელიასთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები წარმოადგენს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ დანაშაულებრივ ბრძოლას, რომელსაც კავშირი არა აქვს მართლმსაჯულებასა და სამართლიანობასთან. მათი შეფასებით, ცინიკური და აბსურდულია გირაოს გადახდის მოთხოვნაც პოლიტიკოსისთვის, რომელსაც ქვეყანა უშუალოდ დაკავების საფრთხის წინაც კი არ დაუტოვებია და ისედაც ითხოვს საპარლამენტო მანდატის გაუქმებას: „მელიას საქმე ნათელი დასტურია თუ რა მეთოდებით იბრძვის ქართული ოცნება ძალაუფლების შესანარჩუნებლად, თუ რამხელა საფრთხეს წარმოადგენს ის საქართველოს დემოკრატიული მომავლისთვის. ნიკა მელიას დაპატიმრება ან დაპატიმრების მომზადების მედია პროცესის შექმნა, ისედაც რადიკალიზებული პოლიტიკური გარემოს მეტად პოლარიზების შესაძლებლობას აჩენს, რაც მხოლოდ და მხოლოდ პროვოკაციად შეიძლება შეფასდეს“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადების ხელისმომწერი ოპოზიციური პარტიები მოითხოვენ, ხელისუფლებამ შეწყვიტოს ოპონენტების დევნა სისხლისსამართლებრივი წესით და შეასრულოს 2020 წლის 8 მარტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები: „ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ოპონენტების სისხლის სამართლებრივი წესით დევნა, შეასრულოს 8 მარტის შეთანხმება და გაათავისუფლოს პოლიტპატიმარი გიორგი რურუა, ამასთან მიუჯდეს მოლაპარაკებების მაგიდას, სადაც შეთანხმება მიიღწევა ახალი არჩევნებისა და ახალი საარჩევნო წესების შესახებ“, - აღნიშნულია განცხადებაში. განცხადებას ხელს აწერენ: ევროპული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, ლეიბორისტული პარტია, გამარჯვებული საქართველო, ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობა, ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა, ლელო საქართველოსთვის, ქრისტიან-კონსერვატული პარტია, ახალი ქრისტიან დემოკრატები, სამართლიანობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული პარტია, სახელმწიფო ხალხისთვის, ევროპული დემოკრატები, კანონი და სამართალი, რესპუბლიკური პარტია, სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის, გირჩი-თავისუფლებისთვის, თავისუფალი დემოკრატები, სტრატეგია აღმაშენებელი, ელენე ხოშტარია, ირაკლი ღლონტი, ემსახურე საქართველოს, შალვა შავგულიძე, ტრიბუნა, სტრატეგია აღმაშენებელი. საქართველოს პროკურატურამ 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტს მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად პროკურატურისგან მიცემული ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. მან გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და, ასევე, გირაო არ უზრუ...
წყარო

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ
  • NEW

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qeti

თბილისი
  • 12 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ