პატიმრობა შეეფარდა 14 წლის მოზარდის მიმართ სექსუალური ძალადობის ბრალდებით დაკავებულ 23 წლის მამაკაცს

ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა და ქობულეთის მუნიციპალიტეტში არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 23 წლის მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მიიღო. დაკავებულს არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის დამყარება და თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება ბრალად. სხდომა დახურულ ფორმატში გაიმართა. სასამართლოს გადაწყვეტილებას არ დაეთანხმა დაცვის მხარე და მის გასაჩივრებას აპირებს: „არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების არანაირი არც ფაქტობრივი და არც ფორმალური საფუძველი. მიგვაჩნია, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება არ არის დასაბუთებული და გავასაჩივრებთ“, - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი შავაძემ. 10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით. იმავე ღამით, რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც პოლიციამ ბავშვის გარდაცვალების შესახებ გაიგო, დააკავეს 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალი ედება არასრულწლოვან გოგოსთან სექსუალურ კავშირში. პროკურატურამ მას ბრალი უკვე წაუყენა და აღკვეთის ღონისძიებისთვის სასამართლოს მიმართა. ამ საქმეში შესაძლო დაგვიანებული და არაეფექტიანი რეაგირების მიმართულებით თითოეული სახელმწიფო უწყების პასუხისმგებლობის საკითხს სახალხო დამცველი შეისწავლის. „ქალთა მოძრაობა“ 14 წლის გოგოზე სექსუალური ძალადობის საქმეზე პროკურატურის გულგრილობის გამო უწყების პასუხისმგებლობის საკითხის დასმას მოითხოვს და იწყებს 100-დღიან კამპანიას, სახელწოდებით #ნინისგამო. ...
წყარო

Marikuna

ბათუმი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 4 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lusi

თბილისი
  • 13 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 14 საათის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ