ზაზა გახელაძის გათავისუფლების მოთხოვნით სხვილოს ციხესთან აქცია გაიმართა

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ზაზა გახელაძისა და სხვა დაკავებულების გათავისუფლების მოთხოვნით სამოქალაქო აქტივისტებმა საპროტესტო აქცია სოფელ ქვემო ჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე, სხვილოს ციხესთან გამართეს. აქტივისტები საგანგებოდ მივიდნენ იმ ადგილას, საიდანაც გასული წლის 11 ივლისს სავარაუდოდ მოხდა ზაზა გახელაძის გატაცება. აქციის მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოს მოქალაქეების გატაცებაში პასუხისმგებელია რუსეთის ფედერაცია, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი მხარე. მათვე განაცხადეს, რომ საზოგადოების გააქტიურებასთან ერთად აუცილებელია საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა და საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების გადადგმა იმისთვის, რათა საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეები გათავისუფლდნენ. აქცია სხვილოს ციხესთან ანტისაოკუპაციო მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ ორგანიზებით გაიმართა. მასში თბილისიდან ჩასულ აქტივისტებთან ერთად მონაწილეობდნენ აქტივისტები კასპიდან და გორიდან. три რუსეთის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ზაზა გახელაძეს 12 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. ბრალდების მხარე 14 წლით თავისუფლების აღკვეთას ითხოვდა. განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია დე ფაქტო უზენაესი სასამართლოს კოლეგიაში. საოკუპაციო ძალების მიერ გასული წლის ზაფხულში დაკავებულ ზაზა გახელაძეს დე ფაქტო ხელისუფლებამ ბრალი წაუყენა რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით - "სიცოცხლის ხელყოფის მცდელობა" და "სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა". კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ჭალის მცხოვრები ზაზა გახელაძე საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა 2020 წლის 11 ივლისს, სხვილოს ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცეცხლსასროლი იარაღით ფეხში დაჭრეს და დააკავეს. დე ფაქტო ხელისუფლება ირწმუნებოდა, რომ გახელაძემ სამხედრო მოსამსახურეს ესროლა, თუმცა, სასამართლო პროცესზე ერთ-ერთმა მოწმემ თქვა, რომ ზაზა გახელაძეს დამიზნებით არ უსვრია. ...
წყარო

Rita

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 1 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ