რუსთაველი ეკოაქტივისტები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან

რუსთაველი ეკოაქტივისტები 13 თებერვალს ქალაქის მთავარ მოედანზე ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა, ხელისუფლებას დაემუქრნენ „უფრო ფართომასშტაბიანი“ აქციის მოწყობას, თუ პარლამენტი 4 მარტამდე არ მიიღებს „გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის შესახებ“ კანონს. ეკოაქტივისტმა თიკო მაღედანმა აქციაზე თქვა, რომ ცენტრალური ხელისუფლება პარლამენტის ბოლო არჩევნების წინ და მას მერეც რუსთაველებს ოთხჯერ დაჰპირდა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღებას, რაც დღემდე არ შესრულებულა. „ხელისუფლება უყურებს აქციებზე რამდენი ადამიანი მოგროვდება, ამიტომ, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტარები 4 მარტამდე არ მიიღებენ კანონს, 7 მარტს დავიწყებთ ფართომასშტაბიან აქციებს“, თქვა თიკო მაღედანმა,“დღეიდან ვიმუშავებთ 7 მარტის აქციის ორგანიზებაზე, რათა პროტესტმა რაც შეიძლება მეტი ადამიანი მოიცვას“. მისივე თქმით, ქალაქში ჰაერის ხარისხი „კატასტროფულად ცუდია, რასაც ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს: „დაბინძურება მოდის რუსთავის საწარმოო ზონიდან, გასულ წელს ჰაერში 14 ათას ტონაზე მეტი მავნე მტვერი გაიფრქვა და წელიწადის 365 დღიდან 281 დღეს ძალიან ცუდ ან ცუდ ჰაერს ვსუნთქავდით“,- თქვა ეკოაქტივისტმა აქციაზე. მოქმედი რეგულაციისგან განსხვავებით, პარლამენტში ორი მოსმენით მიღებული „გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის შესახებ“ კანოპროექტს შემოაქვს ახალი გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მექანიზმი, რომლის თანახმად, იურიდიული თუ ფიზიკური პირი, რომელიც გარემოს მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს, ვალდებული იქნება გადაიხადოს არა ჯარიმა, არამედ გაატაროს გარემოს აღსადგენად საჭირო გამასწორებელი ღონისძიებები წინასწარ განსაზღვრული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად. კერძოდ, ზიანის თანხა, განსხვავებით დღევანდელი რეგულაციებისგან, მთლიანად მოხმარდება ამ ზიანის გამოსასწორებელ ღონისძიებებს. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 17 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 2 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Sofia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 17 საათის წინ