უმრავლესობამ ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო

უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს",-განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ " უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა. "ჩვენ ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად მას კიდე აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის წესრიგით ნაკარნახევი პოლიტიკური გადაწყვეტილება, არამედ პატივი სცეს საკუთარი ქვეყნის კანონმდებლობას და გადადგას სამართლებრივად სწორი კანონის მოთხოვნების შესაბამისი ნაბიჯი.აქვე საზოგადოებამ უნდა იცოდეს და ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ დღეს ერთადერთი ადამიანი ვისზეც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების საკითხია დამოკიდებული, თავად ნიკა მელიაა. და მას კიდევ რამდენიმე დღე რჩება რომ კარგად გაიზროს საკუთარი გადაწყვეტილება", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. არსებული ინფორმაციით, პარლამენტის ბიურო ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხს ორშაბათს, 15 თებერვალს განიხილავს, პლენარულ სხდომაზე კენჭს კი 16 თებერვალს უყრის. საქართველოს პროკურატურამ 12 თებერვალს საქართველოს პარლამენტს მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას პატიმრობაზე წინასწარი თანხმობის მისაღებად. ნიკა მელიას გირაოს გადასახდელად პროკურატურისგან მიცემული ვადა 12 თებერვალს ამოეწურა. მან გირაოს თანხა, 40 000 ლარი, სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე არ გადაიხადა და, ასევე, გირაო არ უზრუნველყო რაიმე ქონებით. პროკურატურამ მას 5 თებერვალს დამატებით ერთი კვირა მისცა. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრი...
წყარო

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 12 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 18 საათის წინ