აშშ-ის სენატმა ტრამპი გაამართლა ამბოხების წახალისების ბრალდებაში, საიმპიჩმენტო პროცესი დასრულდა

აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაამართლა საიმპიჩმენტო პროცესზე, სადაც მას ბრალად უყენებდნენ ამბოხების წახალისებას თავის მომხრეებში, რომლებმაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მიიტანეს იერიში. ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეორედ გადაურჩა იმპიჩმენტს. ტრამპს რესპუბლიკელთა უმრავლესობა მიემხრო. კენჭისყრაზე ხმები განაწილდა 57-43 თანაფარდობით, რომ ტრამპი "არ არის დამნაშავე" იერიშის წახალისებაში. მის დამნაშავედ ცნობას 67 ხმა ჭირდებოდა, ანუ სენატის ორი მესამედი. წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები ამტკიცებდნენ, რომ ძალადობრივი თავდასხმა ტრამპმა გამოიწვია, მცდარი განცხადებების გაკეთებით, რომ მას არჩევნები მოპარეს და იერიშის წინ თავისი მომხრეების მიმართ მოწოდებით, მთელი ძალებით ებრძოლათ. ტრამპის ადვოკატები კი ამბობდნენ, რომ სასამართლო პროცესი გამოწვეული იყო დემოკრატების მხრიდან ტრამპის "სიძულვილით" და ის არაკონსტიტუციური იყო, რადგან ტრამპი უკვე აღარ არის პრეზიდენტი. ადვოკატების ვერსიით, ძალადობრივი ბრბო თავისი ნებით მოქმედებდა, ტრამპის სიტყვების მიუხედავად. ამასთან, ადვოკატების თქმით, ტრამპი დაცული იყო სიტყვის თავისუფლების პრინციპით და მისი მხოლოდ წარმოთქმული სიტყვების გამო დასჯა სახიფათო პრეცედენტს შექმნიდა. წარმომადგენელთა პალატამ ტრამპის იმპიჩმენტი განახორციელა მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ პრეზიდენტი იყო, "ძალადობის წახალისებისთვის" - მას შემდეგ, რაც მოძალადე ბრბო კაპიტოლიუმში შეიჭრა, გაანადგურა ნივთები და ეძებდა დეპუტატებს, როცა ისინი ელექტორალური კოლეგიის ხმებს ითვლიდნენ. ძალადობას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა. დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში, სენატი მეორე კენჭისყრას გამართავდა იმაზე, უნდა დაეწესებინათ თუ არა ტრამპისთვის აკრძალვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. ...
წყარო

Veronika

თბილისი
  • 20 საათის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 1 დღის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 7 საათის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ