მუტანტი ვირუსის გამო, ირანი გამოდის გაფრთხილებით მეოთხე ტალღის შესახებ

ირანის ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში შეიძლება COVID-19-ის მეოთხე აფეთქება მოხდეს, ვირუსის ახალი, მუტაციის შედეგად შემდგარი ვერსიის გავრცელების გამო. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ "შეშფოთების ზარი ისმის კორონავირუსის მეოთხე ტალღის შესახებ" ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის სულ მცირე ცხრა ქალაქში, რომლებიც 12 თებერვალს "წითელ ზონებად" გამოცხადდა, ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო. 13 თებერვალს ირანის მედიკოსებთან შეხვედრის დროს, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა, ჯანდაცვის მინისტრმა, საედ ნამაკიმ თქვა: "რთული დღეები მოდის ჩვენთვის და უნდა მოემზადოთ ყველაზე რთულად კონტროლირებულ, მუტაციაგავლილ ვირუსთან საბრძოლველად, რომელიც, სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხალხის ინფიცირებას ახდენს". ნამაკის თქმით, ირანში ამ კვირაში სამი ადამიანი გარდაიცვალა ვირუსის ბრიტანული ვარიანტით, მათ შორის, 71 წლის ქალი, რომელსაც არ უმოგზაურია - ეს კი იწვევს ვარაუდს, რომ ვირუსის ეს ვარიანტი ვრცელდება და მალე შესაძლოა აღმოჩნდეს "ნებისმიერ ქალაქში, სოფელში ან ოჯახში". მინისტრი ირანელებს მოუწოდებს თავი შეიკავონ თავყრილობებისგან, რათა "ქორწილები დასაფლავების ცერემონიებად არ გადაიქცეს". ირანში მოსახლეობის ვაქცინაცია 9 თებერვალს დაიწყო - ორ კვირაში მას შემდეგ, რაც ქვეყანამ გამოაცხადა, რომ იქ "წითელ ზონებად" წოდებული ქალაქები აღარ იყო. ირანში აღრიცხულია კორონავირუსით ინფიცირების 1.5 მილიონზე მეტი და გარდაცვალების 58,883 შემთხვევა. ...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 1 საათის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 4 საათის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ