საქართველოს წყალბურთის ნაკრები საბერძნეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი საბერძნეთთან მატჩით გახსნა და სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდა. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ბოლო წუთამდე ტოლსწორად ებრძოლა და თამაში ერთადერთი ქულით წააგო, ანგარიშით 10:11. როტერდამში დღეს დაწყებული შეჯიბრება 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და თორმეტ მონაწილე ნაკრებს შორის სამი საუკეთესო ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს. A ჯგუფში, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების გარდა არიან: კანადა, ბრაზილია, საბერძნეთი, მონტენეგრო და თურქეთი. B ჯგუფში მოხვდნენ ხორვატია, საფრანგეთი, რუსეთი, ნიდერლანდები, გერმანია და რუმინეთი. ჯგუფური ეტაპის შეხვედრების დასრულების შემდეგ, ოთხ-ოთხი საუკეთესო პლეი ოფში გააგრძელებს ლიცენზიისთვის ბრძოლას. 15 თებერვალს ქართველი წყალბურთელები თურქეთს უნდა დაუპირისპირდნენ, მაგრამ შეიძლება გამარჯვება აუზში ჩაუსვლელად გაიფორმონ. წინასწარი ინფორმაციით, ორგანიზატორებმა თურქეთის ნაკრები შეჯიბრებიდან მოხსნეს, გუნდში დაფიქსირებული კორონავირუსის გამო. ...
წყარო

Liza

თბილისი
  • 7 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ