რუსეთში ასობით ქალმა დემონსტრაცია მოაწყო პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად

ასობით ქალმა მიიღო მონაწილეობა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ვალენტინობის დღეს გამართულ საპროტესტო აქციებში, რომლითაც სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტიკური მიზეზებით დევნილ რუს ქალებს. სოლიდარობისა და სიყვარულის ჯაჭვი ასევე ეძღვნებოდა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას, რომელიც 10 თებერვალს გერმანიაში გაფრინდა. მისი წასვლის მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ნავალნაია ახლახან დააკავეს მისი ქმრის მხარდამჭერ, არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის. 14 თებერვალს სოციალური მედიით გავრცელდა ფოტოები, რომლებიც აჩვენებს ქალებს ყვავილებით, ბუშტებით და გულის ფორმის ნიშნებით, რომლებსაც ქალი პოლიტპატიმრების სახელები აწერია. დემონსტრანტები სკანდირებდნენ საპროტესტო აქციების ლოზუნგს, "სიყვარული შიშზე ძლიერია". აქციების ორგანიზატორები ფეისბუკზე წერდნენ, რომ დემონსტრაციები ეძღვნება ქალებს, რომლებსაც "პოლიციამ სცემა და აწამა მშვიდობიანი აქციების დროს", ისევე, როგორც ყველა პირს, რომლებიც სასამართლოებში, პოლიციის ავტობუსებსა და დაკავების საგანგებო ცენტრებში არიან. 14 თებერვალს, მოგვიანებით, ნავალნის მომხრეები გეგმავენ საპროტესტო აქციას მობილური ტელეფონებიდან, სანათებიდან და სანთლებიდან სხივის ცისკენ გაშვებით, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ ამ აქციის მონაწილეებს შეიძლება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისროთ. ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 1 დღის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 14 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 10 საათის წინ