ლავროვმა და კერიმ ტელეფონით ისაუბრეს თანამშრომლობაზე კლიმატის ცვლილებების საკითხებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და კლიმატის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯონ კერიმ 13 თებერვალს გამართულ სატელეფონო საუბარში განიხილეს კლიმატის ცვლილებები და კლიმატის სფეროში პარიზის ხელშეკრულების განხორციელების პერსპექტივები. ისინი შეთანხმდნენ, რომ კვლავ ითანამშრომლებენ არქტიკის საბჭოს ფარგლებში, მათ შორის, კონტაქტების განვითარების გზით, "არქტიკის დღის წესრიგში კლიმატის საკითხების მნიშვნელობის გათვალისწინებით" - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ სიტყვებს სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს. რუსეთი წელს ორი წლის ვადით გახდა არქტიკის საბჭოს მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. ლავროვი და კერი ასევე შეთანხმდნენ კონტაქტის დამყარებაზე გაეროს კლიმატის ცვლილებების კონფერენციის წინ, რომელიც ნოემბერში, გლაზგოშია დანიშნული - რათა საბოლოოდ შეჯერდნენ წესებზე, რომლებმაც 2015 წლის პარიზის კლიმატის ხელშეკრულების ხორცშესხმა უნდა მოიტანოს. ლავროვი მიესალმა აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის გეგმას, დაუბრუნდეს პარიზის შეთანხმებას - გლობალურ ხელშეკრულებას, რომელიც 200-მდე ქვეყანას ავალდებულებს ზომების გატარებას დათბობის წინააღმდეგ, რათა კლიმატის კატასტროფული ცვლილება თავიდან იქნეს აცილებული. პარიზის ხელშეკრულებიდან აშშ გამოიყვანა ექსპრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, რომელმაც შეთანხმებას უწოდა ამერიკისთვის "კატასტროფული". ამჟამინდელმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკვე გადადგა ნაბიჯები ხელშეკრულებაში დასაბრუნებლად. სატელეფონო საუბარი შედგა მზარდი დაძაბულობის ფონზე მოსკოვსა და დასავლეთს შორის. 12 თებერვალს რუსეთმა გამოაცხადა, რომ მზად არის გაწყვიტოს ურთიერთობა ევროკავშირთან, თუკი ბლოკი შეასრულებს მუქარას და მოსკოვს მკაცრ, ახალ ეკონომიკურ სანქციებს დაუწესებს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის დევნისა და დაპატიმრების გამო. ...
წყარო

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 4 საათის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ