სახლში, როგორც ციხეში - გალში ჩაკეტილები

ერთი წელი სრულდება, რაც რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მცხოვრებლებს დანარჩენ საქართველოსთან მიმოსვლა კორონავირუსის გავრცელების საფრთხის მიზეზით აუკრძალეს. 2020 წლის 14 მარტს ჩაკეტა აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობამ, როგორც ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან არსებული ე.წ. გამშვები პუნქტი ენგურის ხიდზე, ასევე, წალენჯიხის მუნიციპალიტეტთან, საბერიო-ფახულანის ე.წ. გადასასვლელი. 11 თებერვალს გალში, ძალიან სწრაფად გავრცელდა ცენტრალური ხელისუფლების განცხადება, რომ აფხაზეთის სამეგრელოსთან დამაკავშირებელი ენგურის ხიდი გაიხსნა. „ლაივპრესის“ გალელი რესპონდეტები ყვებიან, რომ რეკავდნენ ნათესავებთან და ერთმანეთს ულოცავდნენ, თუმცა მალევე შეიტყვეს, რომ „საზღვრის“ კვეთის შემდეგ კონტროლირებულ ტერიტორიაზე მოხვედრილებისთვის სავალდებულო კარანტინი სრულად არ მოხსნილა და 12-დან 5 დღემდე შემცირდა. ამბობენ, რომ ამ პირობის დაცვას ვერ შეძლებენ და ამიტომაც ფიქრობენ, მათთვის „საზღვარი“ ისევ ჩაკეტილი რჩება. ისინი კარანტინის გაუქმებას ითხოვენ. ენგურის ხიდის გახსნაზე დე ფაქტო მთავრობას ჯერ განცხადება არ გაუვრცელებია. ჩაკეტილი გალი ოკუპირებულ აფხაზეთში განსაკუთრებით მძიმე იყო ეს წელი ძირითადად ქართველებით დასახლებული გალის რაიონის მცხოვრებლებისთვის. პანდემიის პირობებში გაუარესებულ სოციალურ ფონს, ბევრი სხვა პრობლემაც დაერთო - მასშტაბური ხანძარი, ზარალი, საქართველოს კონტროლირებულ ტერიტორიაზე მყოფი ოჯახის წევრებისა და ნათესავების უნახაობა, მათ გარეშე გატარებული რთული დღეები. „ერთი წელია შვილი და შვილიშვილები არ მინახავს. ისინი ზუგდიდში არიან. ჩემთან ვერ მოდიან, მე მათთან. მე აწი ვერსად დავდივარ, ისინი თუ მნახავენ, მაგრამ როდის?.. სახლში კი ვარ, მაგრამ მგონია ციხეში ვარ გამოკეტილი. უკვე ძალიან გვიჭირს გაძლება“, - ამბობს ოკუპირებული გალის რაიონის სოფელ ნაბაკევში მცხოვრები 81 წლის ზაირა არონია. გვიხსნის, თუ რატომ არის მათთვის 5 დღიანი კარანტინის გავლა ასე მიუღებელი. ყვება, რომ სოფლის მოსახლეობას არ აქვს იმის პირობები, დღეები უქმად კარანტინში გაატაროს და ამ ხნის განმავლობაში მიუხედავი დატოვოს მეურნეობა, საქონელი. განმარტავს, რომ ეს პირობა ვერ მოერგება ადამიანებს, რომლებიც მხოლოდ ერთი დღით - ექიმთან ვიზიტისთვის, სურსათის, მედიკამენტის საყიდლად, ან ნათესავის სანახავად ჩადიოდა მოსაზღვრე ზუგდიდის მუნიციპალიტეტში. „არ ვიცი შვილო, არც ამათ ვჭირდებით აქეთ და არც იქეთ. ჩვენ ვერ გაგვიგია ვინ ვართ. არავის ვუნდივართ. როგორ უნდა გამოკეტო ადამიანი 5 დღით, რომელიც ექიმთან მიდის, ან ნათესავის გასვენებაზე? კარანტინის შემცირებით არაფერი იცვლება. საერთოდ არ უნდა იყოს. კარანტინი უნდა მოხსნან“, - ამბობს ზაირა არონია. საოკუპაციო ხაზი ოკუპირებულ ოტობაიასა და ზუგდიდის სოფელ ორსანტიას შორის. ფოტო: "ლაივპრესი" პანდემიის პირო...
წყარო

Rita

თბილისი
  • 4 საათის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ