კორონავირუსით სამეგრელოში კიდევ 1 პაციენტი გარდაიცვალა
სამეგრელო-ზემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის
ინფორმაციით, კორონავირუსით, ხობის მცხოვრები, 72 წლის ქალი გარდაცვალა.
პაციენტი 14 თებერვალს, კლინიკა სენა-მედში გარდაიცვალა.
15 თებერვლის მონაცემებით, საქართველოში ვირუსით 11 ადამიანი
გარდაიცვალა და გარდაცვლილთა რიცხვმა 3363-ს მიაღწია.
ამჟამად, რეგიონისნ მასშტაბით, კოვიდკლინიკებში მკურნალობს 165
პაციენტი.
რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 48 კოვიდ პაციენტი, მათ
შორის მძიმე 5. ფოთის ჰოსპიტალში 35 კოვიდპაციენტი მკურნალობს, მათ
შორის 5 მძიმე. სენამედის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 31
პაციენტი, მათ შორის მძიმე 3. ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალში - 15 ,
მათ შორის მძიმე 2. აბაშის ევექსის კოვიდ კლინიკაში - 14. სენაკი
ლაზიკა მედი - 22 პაციენტი.
ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 48.
საკარანტინე სივრცეში იმყოფება - 64 ადამიანი....