ვფიქრობთ, თებერვლის ბოლოსთვის გვექნება შესაძლებლობა, დავიწყოთ ვაქცინაციის პროგრამა - გაბუნია

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, გრძელდება ვაქცინაციის პროგრამისთვის მზადება. შერჩეულია სამედიცინო დაწესებულებები, ამ ეტაპზე კი მედპერსონალისთვის ტრენინგები მიმდინარეობს. მისი თქმით, სავარაუდოდ თებერვლის ბოლოსთვის ექნებათ შესაძლებლობა, დაიწყონ ვაქცინაციის პროგრამა. თამარ გაბუნია ამბობს, რომ მათთვის ვაქცინების მისაღებად მთავარი მექანიზმი მაინც კოვაქსის პლატფორმაა. თუმცა ამის პარარელურად, რჩება კიდევ ორი ბერკეტი - ერთი არის ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა იმგვარად, რომ მათ ის შესყიდული ჭარბი დოზა, რომელიც არ იყოს მათთვის ამ ეტაპზე აუცილებელი, გადმოსცენ საქართველოს შესყიდვის ან დონაციის სახით. კიდევ ერთი სესაძლებლობა კი მწარმოებლებთან პირდაპირი მოლაპარაკებაა. "რადგან პირველი ეტაპია ყველასთვის ყველაზე რთული. შემდეგ წარმოების მოცულობები გაიზრდება. მილიონ-ნახევარი დოზა კოვაქსით გვეკუთვნის, დანარჩენი დანარჩენი 2 მილიონ-ნახევარი უნდა მოვიძიოთ სხვა მექანიზმებით და ეს იქნება ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობა, პირდაპირი მოლაპარაკება მწარმოებელთან", - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. მისი თქმით, სხვა ვაქცინებიც მალე მიიღებენ ლიცენზიას და ესეც დამატებითი შესაძლებლობა იქნება საქართველოსთვის....
წყარო

Lala

ქუთაისი
  • 16 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 4 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ania

ბათუმი
  • 4 თვის წინ