იაგო ხვიჩიას განცხადებით, მათ მიერ დაყენებულ საკითხებზე ოპოზიციონერების რეაქცია იყო „ქაოსი, დესტრუქცია და ყაყანი“

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩმა“ ოპოზიციის წევრებთან შეხვედრაზე სამი საკითხი დააყენა, რაზეც პასუხები ვერ მიიღო. მისი თქმით, ამ საკითხებზე ოპოზიციონერების რეაქცია იყო „ქაოსი, დესტრუქცია და ყაყანი“. როგორც ხვიჩიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ოპოზიციონერებისგან მოისმინა, რომ ისინი „მიშას თამაშს თამაშობენ“, რაც გულისხმობს იმას, რომ „ნიკა მელია პოლიტპატმრად ახლა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს და მას ურჩევნია მელია გაწიროს“. „სამი საკითხი იყო, ერთი ის, მოგვყვებოდნენ თუ არა პროპორციულ არჩევნებზე, რომელზეც პასუხი ვერ მოვისმინეთ. მეორე საკითხი იყო ის, რომ არჩევნები რომ გაყალბდა და ფასილიტატორებს ვერ ვარწმუნებთ, გთხოვთ, მოგვაწოდეთ თქვენ ხელთ არსებული ყველა ინფორმაცია. ჩვენ თვითონ გადავამოწმებდით თქვენ მიერ მოწოდებულ მტკიცებულებას და გვექნებოდა არგუმენტი ფასილიტატორებთან, რაზეც ასევე დუმილი იყო. მესამე საკითხი იყო, რა მოხდებოდა, თუ ნიკა მელიას დაიჭერდნენ, რა გეგმა არსებობდა და რაში უნდა მიგვეღო მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით ატყდა ყაყანი და ჩვენი იქ ყოფნა გაუსაძლისი გახდა. გვეუბნებოდნენ, რომ ეს იყო მიშას თამაში, ვეკითხებოდით სხვადასხვა ადამიანებს, რომ თქვენ მართლა გინდათ მიშას თამაში? მიშას თამაში არის ის, რომ ნიკა მელია პოლიტპატმრად ახლა ყველაზე მეტად მიხეილ სააკაშვილს აწყობს. მას არ აწყობს ასევე პროპორციული ბარიერი და სერიოზული საუბარი იმაზე, მართლა გაყალბდა თუ არა არჩევნები. მას ურჩევნია, ნიკა მელია გაწიროს და ციხეში იყოს. არ ვიცი ნიკა მელიას, სავარაუდოდ, ნებაყოფლობით დაეთანხმა ამას“,- განაცხადა ხვიჩიამ. ცნობისთვის, იაგო ხვიჩიამ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მიმდინარე შეხვედრა დატოვა....
წყარო

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 6 თვის წინ

Diko

თბილისი
  • 12 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 12 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ
  • NEW

Ella

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 9 თვის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 5 თვის წინ