თუ მელიას დააკავებენ, ეს ბრაზს გააასმაგებს – ამ შემთხვევაში ოპოზიციის გეგმაში მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა

თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ, ამ აბსურდული და უტიფარი ბრალდებით, ეს რა თქმა უნდა, არათუ პოლარიზაციას შეამცირებს, არამედ ბრაზს გააასმაგებს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, საპროტესტო აქციები გარდაუვალია და თუ მელიას დააკავებენ, ამ გეგმაში, რომელიც ისედაც არსებობს, მნიშვნელოვანი ცვლილებები შევა. „ოპოზიციია შეხვედრა ყველა შემთხვევაში დაგეგმილი იყო, ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, ამ მნიშვნელოვანი, სახიფათო და უტიფარი განზრახვის გამოცხადებამდეც. ჩვენ აქ შეკრებილები ვართ გაყალბებული არჩევნებისა და პოლიტიკური კრიზისის პირობებში დავგეგმოთ ის, რაც უკვე არაერთხელ ვთქვით – დროა პარტიული პროტესტი სამოქალაქო პროტესტს შეუერთდეს, რომელიც მიმდინარეობს და დაიგეგმოს ეს ქმედებები. ამის მიღმა და ამასთან, რა თქმა უნდა, დაკავშირებული საკითხია ის უმძიმესი განვითარება, რასაც ახლა ივანიშვილის რეჟიმი მელიას დაკავებით განიხილავს. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ამ გეგმებში, რომელიც ახლა იქნება დაწყობილი და რომელიც ყველა შემთხვევაში განხორიცელდება, ვგულისხმობ პროტესტს, გაყალბებული არჩევნებისა და ვადამდელი ნორმალური არჩევნების მოთხოვნით, შევა მნიშვნელოვანი კორექტირები, ამ ქვეყნისთვის ძალიან სახიფათო განვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ივანიშვილის რეჟიმს ვერ გადაარჩეს და პირიქით, შეიძლება ძალიან დრამატული სცენარი მოგვიტანოს და დააზიანოს ქვეყანა“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს პოლიტიკური დევნა, უტიფარი და გამჭვირვალე ფორმით. „მელია არსად არბის, რა გირაოა საჭირო? ოღონდ წავიდეს მელია და სიამოვნებით გაუშვებდნენ, მთელი ეს საქმე პოლიტიკურად შეკერილი საქმეა, ყველამ იცის თვითონაც. თვითონ მოიქციეს ამ კუთხეში თავი, თვითონ იპოვნონ როგორც უნდათ და რაც ფორმითაც უნდათ გამოსავალი. თუ ამ ნაბიჯს გადადგამენ და ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერს დააკავებენ, ამ აბსურდული და უტიფარი ბრალდებით, ეს, რა თქმა უნდა, არათუ პოლარიზაციას შეამცირებს, არამედ ბრაზს გააასმაგებს. საპროტესტო აქციები გარდაუვალია, რადგან მოთხოვნა არის ვადამდელი არჩევნები. თუ დააკავებენ, ამ გეგმაში, რომელიც ისედაც არსებობს, შევა მნიშვნელოვანი ცვლილებები. არაფერია გამორიცხული, მათ შორის, სამოქალაქო წინააღმდეგობის სახით, ამ სამარცხვინო და უტიფარი განზრახვის განხორციელების შემთხვევაში“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ. შეგახსენებთ, რომ ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერების საკითხს პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს. პროკურატურა ნიკა მელიასთვის გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს, საგამოძიებო უწყებამ თანხმობის მისაღებად პარლამენტს შუამდგ...
წყარო

Viktoria

თბილისი
  • 2 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 9 დღის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Elenica

თბილისი
  • 11 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anna

თბილისი
  • 2 დღის წინ

Ania

თბილისი
  • 5 საათის წინ