ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობა მერიის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა

თბილისში, ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა განახლებიდან მცირე დროში, მერიის მოთხოვნის საფუძველზე შეჩერდა. ადგილზე მისულმა მუნიციპალური ინსპექციის თანამშრომლებმა მშენებელს, გიორგი ზაქაიძეს მოუწოდეს, დაუყოვნებლივ შეეჩერებინა მიმდინარე სამუშაოები. წინააღმდეგ შემთხვევაში კი 50 000-ლარიანი ჯარიმით დაემუქრნენ. მათი განმარტებით, ზაქაიძეს მშენებლობის ნებართვა არ აქვს 2015 წლის დადგენილებით. მშენებელი დათანხმდა მოწოდებას. ახლა, სავარაუდოდ, გაგრძელდება მოლაპარაკებები მშენებელსა და მერიას შორის. ვაკის პარკში სასტუმრო „ბუდაპეშტის“ მშენებლობა, რომელიც საზოგადოებრივი პროტესტისა და სასამართლო განხილვების გამო შეჩერებული იყო, 15 თებერვლის დილას განახლდა. 2019 წლის 16 იანვარს უზენაესმა სასამართლომ ძალაში დატოვა თბილისის ყოფილი მერის, გიგი უგულავას 2013 წლის განკარგულება და ინვესტორმა ვაკის პარკში სასტუმროს მშენებლობის კანონიერი ნებართვა დაიბრუნა. გადაწყვეტილების შემდეგ, მშენებელსა და თბილისის მერიას შორის დაიწყო მოლაპარაკებები ადგილმონაცვლეობაზე. 2020 წლის ბოლოს, მერიაში აცხადებდნენ, რომ ვაკის პარკის ტერიტორიაზე ვერაფერს ააშენებდნენ. თუმცა გიორგი ზაქაიძე მაშინ ამბობდა, რომ მერიამ საინტერესო წინადადება ვერ შესთავაზა. ...
წყარო

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elena

თბილისი
  • 6 საათის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lizi

თბილისი
  • 1 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 1 დღის წინ