WHO-ს ექსპერტთა პირველადი დასკვნით, ახალი კორონავირუსი ცხოველური წარმომავლობისაა

სავარაუდოა, რომ კორონავირუსი SARS-CoV-2 პირველად ცხოველებში გაჩნდა ჩინეთის, ან სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე. ამის შესახებ გამოცემა The New York Times-ს უთხრა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის(WHO) მიერ, ვირუსის წარმომავლობის შესასწავლად ჩინეთში მივლენილი საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფის წევრმა, პიტერ დაშაკმა. ექსპერტთა პირველადი შეფასებით, ახალი სახეობის კორონავირუსი თავდაპირველად გაუჩნდათ ღამურებს, რომლებმაც მოშინაურებულ ველურ ცხოველებს გადასდეს და მათგან გავრცელდა ადამიანებზე. ასეთი იყო ჩინელი მეცნიერების თავდაპირველი ვერსიაც. რაც შეეხება თეორიას, ვირუსის ლაბორატორიაში შექმნის შესახებ, საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფის შეფასებით, ეს ვერსია იმდენად სუსტია, რომ შემდგომ შესწავლას არ იმსახურებს. ექსპერტთა ჯგუფი იმყოფებოდა ჩინეთის ქალაქ უჰანის ბაზარშიც, რომელიც ახალი ვირუსის გავრცელების სათავედ ითვლება და შეხვდა ექიმებს, რომლებიც კორონავირუსით ინფიცირებულ პირველ პაციენტებს მკურნალობდნენ. ამასთან, საერთაშორისო ექსპერტებს არ მისცეს ყოფილ პაციენტებთან შეხვედრის უფლება და არც მათი მონაცემები მისცეს. უჰანიდან გასულ კვირაში დაბრუნებული ექსპერტები ვირუსის შესაძლო წარმომავლობის შესახებ ანგარიშს გამოაქვეყნებენ. ჩინეთი მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტთა ვიზიტს 14 იანვრამდე აფერხებდა და მიზეზად ტექნიკური საკითხების მოგვარების აუცილებლობას ასახელებდა. დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსით მსოფლიოში უკვე დაინფიცირდა 109 მილიონზე მეტი ადამიანი. გარდაცვლილთა რიცხვი 2 400 000-ს აჭარბებს. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Vika

ბათუმი
  • 5 საათის წინ

Marikuna

თბილისი
  • 11 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 4 თვის წინ

Elisa

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ