თამარ კორძაია პარლამენტს საკონსტიტუციო სასამართლოში უჩივის

საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატად ბლოკიდან „ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია“ არჩეულმა, რესპუბლიკელმა თამარ კორძაიამ საკონსტიტიციო სასამართლოს მიმართა. კორძაია ასაჩივრებს პარლამენტის გადაწყვეტილებას, რომლითაც უარი უთხრეს დეპუტატის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტაზე. „ეს იყო უარი ჩემი თავისუფალი ნების აღსრულებაზე, რაც კონსტიტუციის საწინააღმდეგოა. აქედან გამომდინარე, მე სამართლებრივი მექანიზმებით ვებრძვი იმ ძალადობრივ პარტიას და ხელისუფლებას, რომელიც თრგუნავს ჩემს თავისუფლებას“, - განაცხადა თამარ კორძაიამ. ასევე ნახეთ "რესპუბლიკელები" მზად არიან, პარლამენტში ხმა მისცენ ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებულ ცვლილებას 2 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა არ დააკმაყოფილა ოპოზიციიდან არჩეული 51 დეპუტატის მიმართვა უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების ოფიციალური შედეგებით, პარლამენტის 150 მანდატიდან 90 მოიპოვა "ქართულმა ოცნებამ" და 60 საერთო ჯამში, 8 ოპოზიციურმა პარტიამ და ბლოკმა: "ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიცია ძალა ერთობაშია", "სტრატეგია აღმაშენებელი", "ევროპული საქართველო", "ლელო", "გირჩი", "მოქალაქეები", "პატრიოტთა ალიანსი", "ლეიბორისტული პარტია". მათ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადეს, პარლამენტში საქმიანობაზე უარი თქვეს და მოითხოვენ ცესკოს თავმჯდომარის შეცვლას, რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ახალი კანონმდებლობით და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას. პარლამენტში საქმიანობას დათანხმდნენ "პატრიოტთა ალიანსის" სიით არჩეული ავთანდილ ენუქიძე, დავით ზილფიმიანი, გელა მიქაძე და ფრიდონ ინჯია და "მოქალაქეებიდან" არჩეული ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. უფლებამოსილების შესაწყვეტად პარლამენტისთვის ჯერჯერობით არ მიუმართავს პარტია „გირჩიდან“ არჩეული ოთხი დეპუტატიდან სამს: იაგო ხვიჩიას, ვახტანგ მეგრელიშვილსა და სალომე მუჯირს. ...
წყარო

Mila

თბილისი
  • 11 თვის წინ

Lola

თბილისი
  • 4 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lala

ქუთაისი
  • 4 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qrtusa

თბილისი
  • 5 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ