ბრიტანელი მინისტრი საქართველოს მთავრობის და პარლამენტის პირველ პირებს შეხვდა

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მინისტრი ევროპული სამეზობლოს და ამერიკის საკითხებში ვენდი მორტონი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას. მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი გახარია ვენდი მორტონს ესაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობასა და საოკუპაციო ძალის პროვოკაციულ ქმედებებზე, მათ შორის, საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოქალაქეების დაკავების ფაქტებსა და ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე. გახარიამ და მორტონმა ილაპარაკეს რეგიონში არსებულ ვითარებაზეც, საქართველოს როლზე შავი ზღვის რეგიონში, საქართველოსა და გაერთიანებული სამეფოს თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობასა და პანდემიიდან მომდინარე გამოწვევებზე. ეს საკითხები იყო ბრიტანელი მინისტრის და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის შეხვედრის დღის წესრიგშიც. დავით ზალკალიანის და ვენდი მორტონის შეხვედრა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებულ „სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებას“. „შეთანხმება ორ ქვეყანას შორის ხანგრძლივი ურთიერთობების საფუძველს ქმნის და ხაზს უსვამს საქართველოსთან ჩვენი მტკიცე კავშირების მნიშვნელობას“, - განაცხადა მორტონმა. მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პოლიტიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაფართოება, რადგან საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის არსებობს უამრავი სფერო, სადაც შესაძლებელია კიდევ უფრო მჭიდრო კავშირების დამყარება. ბრიტანელმა მინისტრმა დაადასტურა, რომ გაერთიანებული სამეფო განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და რეგიონის სტაბილურობას. დღესვე ვენდი მორტონი შეხვდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს. საქართველოში პირველი ვიზიტისას, რომელიც დღეს დაიწყო, ვენდი მორტონი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ოძისში ჩავა. ...
წყარო
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 6 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 11 საათის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 8 საათის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Teona

თბილისი
  • 4 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 1 დღის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ