ნიკა მელია: ჩემზე ნუ იდარდებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატაციავ

ღირსებაა ნამდვილად, პატივია და ალბათ, ბედისწერაც, იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ ბრიფინგზე განაცხადა. „ჩემზე ნუ იდარდებთ „ქართული ოცნების“ დეპუტატაციავ, მართლაც თუკი სადმე, ოდესმე სანერვიულო არაფერი არ მქონია სწორედ ახლა არ მაქვს იმიტომ, რომ ღირსებაა ნამდვილად, პატივია და ალბათ, ბედისწერაც არის, იყო ერთ-ერთი ის ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე აშიშვლებს რეჟიმს, სისტემას, რომელიც ემსახურება გავრილოვს და მის ხელმძღვანელ პირებს ოკუპანტი სახელმწიფოს დედაქალაქში, მოსკოვში. ვიმეორებ, პატივია და ყველა ნორმალური ადამიანი კი არ ღელავს, სიამაყით ევსება გული და ამ ყველაფერს ვგრძნობ ახლა მე. მე სანერვიულო არაფერი მაქვს. ამიტომ გადაწყვეტილება მიიღეთ თავად. ამის შემდეგ ჩემს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გაცხადდება. თავის დახრას არ ვაპირებ! არ ვაპირებ! ღმერთმა დამიფაროს, შევადარო თავი იმ ახალგაზრდებს, რომლებმაც 9 აპრილს თავი არ დაუხარეს ორლესულ ნიჩბებს, მაგრამ სიცოცხლე დათმეს და შედეგად ჩვენ ყველა აქ ვართ დამოუკიდებელ სახელმწიფოში. რა მოსატანია შიში, როდესაც შენი მოწინააღმდეგე ახლა არის გავრილოვი, კობახიძე, მურუსიძე, ჩინჩალაძე, ივანიშვილი. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის. უზომოდ დიდი ხარისხის სოლიდარობას ვგრძნობ, ამისთვის ღირდა სიცოცხლე, ღირს ცხოვრება. გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს გავრილოვების გარეშე! საქართველოში ვერასდროს წაშლიან ჟიული შარტავას ხსოვნას, ზვიად გამსახურდიასი, მერაბ კოსტავასი, საქართველოს ყველა იმ მოქალაქის, რომლებმაც თავი დადეს ქვეყნის სიყვარულისთვის“, – განაცხადა მელიამ, რასაც „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ტაში მოჰყვა....
წყარო

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 6 საათის წინ

ვერონიკა

თბილისი
  • 7 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Mako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ