"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა ნიკა მელიას იმუნიტეტს მოუხსნის

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო და იურიდიულ საკითხთა კომიტეტები ხვალ, 16 თებერვალს განიხილავენ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების საკითხს. პარლამენტს მელიასთვის უფლებამოსილების შეჩერების შუამდგომლობით გენერალურმა პროკურორმა მიმართა, მას შემდეგ, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. თავად მელიამ დღესაც განაცხადა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ხელისუფლება ვერ დაიჭერს. ასევე ნახეთ თალაკვაძე მელიას პატიმრობის საკითხზე: პარლამენტმა უკვე მიიღო ასეთი გადაწყვეტილება პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ როგორც საკომიტეტო დონეზე, ასევე პლენარულ სხდომაზე მიიღებენ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილებას, „რათა არავის მიეცეს შესაძლებლობა, დადგეს კანონზე მაღლა, შეგნებულად და მიზანმიმართულად მოუწყოს პროვოკაცია სახელმწიფო ინსტიტუტებს, კანონის უზენაესობის და თანასწორობის პრინციპებს“. როგორც ქადაგიშვილმა თქვა, მმართველი გუნდის პოზიცია მკაფიოა - „კანონზე მაღლა არავინ დგას და სადეპუტატო იმუნიტეტი იმისთვის არ არსებობს, რომ მართლმსაჯულების აღსრულება შეაფერხოს და დეპუტატს, რომელიც სრულიად ღიად, ცალსახად და შეგნებულად გადის კანონის ჩარჩოებიდან, ხელი დააფაროს“. საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის თანახმად, მხოლოდ მელიას გადასაწყვეტია, დაემორჩილება კანონის მოთხოვნებს და გადაიხდის მისთვის დაწესებულ გირაოს, თუ პროვოკაციული გადაწყვეტილებით დაიმძიმებს აღკვეთის ღონისძიების პირობებს. „საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არავითარი სამართლებრივი, პოლიტიკური თუ მორალური არგუმენტი არ გააჩნია აშკარა პროვოკაციის გასამართლებლად და ერთადერთი სპეკულაციური არგუმენტი, რისი შეთხზვაც მოახერხეს, ნიკა მელიას გავრილოვის პატიმრად გასაღების მცდელობაა“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა. მისივე თქმით, მელიას აღკვეთის ღონისძიების პირობების დარღვევის პირველი შემთხვევის გამო, დღემდე შეფარდებული აქვს იგივე აღკვეთის ღონისძიება - გირაო და ამ დარღვევის მიუხედავად, ჯერჯერობით მხოლოდ თანხის ოდენობაა გაზრდილი, რომლის გადახდის შემთხვევაში აღკვეთის ღონისძიება ვერ დაუმძიმდება: „კიდევ უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნიკანორ მელია თავად წყვეტს თავისივე აღკვეთის ღონისძიების დამძიმება-არდამძიმების ბედს და თუ ის კანონს დაემორჩილება, მისი დაპატიმრება თეორიულადაც შეუძლებელია. ყველაფერი დანარჩენი მდარე სპეკულაცია და ქვეყანაში არეულობის მოწყობის თუ საპროტესტო მუხტის აწევის უსუსური მცდელობაა“. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სა...
წყარო
  • 100%

Taso transi batumi

ბათუმი
  • 8 თვის წინ
  • 100%

ნ ი ნ ა

თბილისი
  • 1 საათის წინ

Lizi

თბილისი
  • 4 დღის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 8 საათის წინ