COVID-19-ის პანდემია ზარალს აყენებს ქალაქებს, რომლებიც ცნობილია ყოველწლიური საკარნავალო დღესასწაულებით

COVID-19-ის პანდემია ზარალს აყენებს ქალაქებს, რომლებიც ცნობილია ყოველწლიური საკარნავალო დღესასწაულებით. ისინი იძულებული არიან, წელს მკვეთრად შეზღუდონ ტრადიციული ღონისძიებები. ამ დღეებში ჩვეულებრივ ფართო მასშტაბის აღლუმები ტარდება ხოლმე, მაგალითად, ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში და გერმანიაში, კიოლნში. მაგრამ წელს დღესასწაულები ძირითადად ჩუმად ჩაივლის. ბრაზილიაში ზოგმა ღონისძიებამ ინტერნეტში გადაინაცვლა, გერმანიაში კი ადგილობრივი მაუწყებელი გადასცემს თოჯინების აღლუმს. ახალ ორლეანში, სადაც, როგორც მიიჩნევა, შარშანდელმა კარნავალმა ხელი შეუწყო COVID-19-ის შემთხვევათა ზრდას, ბარები დახურულია და კარნავალები აიკრძალა. მრავალ ქვეყანაში გრძელდება ვაქცინაციის პროგრამები. ყაზახეთი უკანასკნელი ქვეყანაა, რომელმაც დაამტკიცა რუსული წარმოების Sputnik V. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ გამოაცხადა, რომ მიაღწია თავის მიზანს, თებერვლის შუა რიცხვებამდე მინიმუმ 15 მილიონი ადამიანის ვაქცინაცია მოესწრო. ვაქცინაციის ტემპი აჩქარდა აშშ-ში. ამ მომენტისთვის მოსახლეობას გაუკეთდა 52,9 მილიონი დოზა ვაქცინა, იტყობინება დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრი. ...
წყარო

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Lola

თბილისი
  • 11 საათის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

наталья

თბილისი
  • 13 საათის წინ

Dako

თბილისი
  • 5 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 9 საათის წინ

Babi

თბილისი
  • 8 დღის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ