პროკურატურამ გარდაცვლილი 14 წლის გოგოს უფლებამონაცვლედ მისი და ცნო

2020 წლის 14 თებერვალს, პროკურატურამ, გარდაცვლილის მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებზე დაზარალებულის უფლებამონაცვლედ, გარდაცვლილი მოზარდის და ცნო. ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ავრცელებს. გარდაცვლილი 14 წლის გოგოს დის ინტერესებს სწორედ ამ ორგანიზაციის იურისტები დაიცავენ. შეგახსენებთ, 10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. ესენია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, „ბრალდებულმა ნ.ტ.-მ მიუხედავად იმისა, რომ იცოდა ნ.ც. თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველი იყო, 2020 წლის ივნისსა და დეკემბერში, მოტყუებით, იმ პირობით, რომ მომავალში ცოლად შეირთავდა, სექსუალური კავშირი დაამყარა, რის შემდეგაც მასთან გაწყვიტა კონტაქტი. მოგვიანებით კი გოგონას განუცხადა, რომ მასზე დაქორწინებას არ აპირებდა. აღნიშნულით დაამცირა მისი ღირსება. ნ.ც.-მ, 2021 წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა". პოლიციამ ნ.ტ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე 2021 წლის 10 თებერვალს დააკავა. პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება გარდაცვლილი ნ.ც.-ს მიმართ შესაძლო სხვა ძალადობის ფაქტებზეც. ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის“ განცხადებით, 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეში იკვეთება შემდეგი სავარაუდო დანაშაულები: თვითმკვლელობამდე მიყვანა; 16 წლის ასაკს მიუღწეველთან სრულწლოვანი პირის მიერ სექსუალური ხასიათის შეღწევა; წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ძალადობა; წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი ძალადობა; წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი მუქარის ფაქტები. აღნიშნული დანაშაულები გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილით, 115-ე მუხლის პირველი ნაწილით, 11 პრიმა-151-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით. ...
წყარო

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 7 საათის წინ

ნინი

თბილისი
  • 4 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tata

ბათუმი
  • 5 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 14 დღის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ