მამუკა მდინარაძე: რა თქმა უნდა, ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც …

როდესაც გირაოს გადაუხდელობის გამო ადამიანი თვითონ იმძიმებს აღკვეთის ღონისძიებას და მისი მონათვლა უნდათ პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრად, ობიექტური დამკვირვებლები ამ ლოგიკაში არავის შეყვებიან, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალიტებს ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. „რა თქმა უნდა, ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას და ყველა იმ ადამიანს, რომელმაც გაბედა და ღიად დააანონსა კანონის ჩარჩოებიდან გასვლა და მორალი დაუპირისპირა კანონს, დაალაგა მესიჯი, თითქოს კანონის ნორმების შესრულება არის ამორალური. იმ ქვეყანაში, სადაც დემოკრატიული ღირებულებები ფასობს, შეუძლებელია მორალი ეწინააღმდეგებოდეს კანონის აღსრულებას და კანონის ჩარჩოებიდან გასვლა იყოს მორალური საქციელი. თავის დროზე მაქვს ნათქვამი და დღევანდელი ამბავი არ არის, 17 წლის წინ ვთქვი. არა მარტო კანონის წინაშე ვართ მართლები, მართლები ვართ მორალის და ყველა ადამიანის წინაშე. თუკი ძალიან აინტერესებთ პოლიტდევნილი რას ნიშნავს, 17 წლის წინ პირადად ჩემს ამბავს გავახსენებ! როდესაც გირაოს გადაუხდელობის გამო ადამიანი თვითონ იმძიმებს აღკვეთის ღონისძიებას, თუ მართლაც ეს ასეა და ამ ნაბიჯს გადადგამს საბოლოოდ, ამ ადამიანის მონათვლა როდესაც უნდათ პოლიტდევნილად და პოლიტპატიმრად, ამ შემთხვევაში ლოგიკაში ადამიანები, რომლებიც ობიექტურად აკვირდებიან პროცესს, დარწმუნებული ვარ, არავის შეყვებიან“, – განაცხადა მდინარაძემ. კითხვაზე – როგორ დაემთხვა ერთმანეთს სერგეი გავრილოვისა და მამუკა მდინარაძის განცხადებები, რომ ნიკა მელიას ბოდიში აქვს მოსახდელი? მდინარაძემ უპასუხა: „მე დავურეკე გავრილოვს და ვთხოვე, იქნებ ჩემნაირად გაემეორებინა“. „წარმოუდგენელ სიგიჟეში შევდივართ ასეთი კითხვებით, რომ ბოდიში აქვს მოსახდელი მელიას ეს მდინარაძემაც თქვა და გავრილოვმაც გაიმეორა. ეტყობა, ჩემი მესიჯბოქსებით სარგებლობს. უბრალოდ, არავის სჭირდება. პროვოკაციულია ყველა მისი ნაბიჯი და იმას აკეთებს, რაც „ნაცმოძრაობას“ აწყობს. ძალიან ახლო კონტაქტები გაქვთ „მთავარ არხს“ და „ტვ პირველს“ როგორც ჩანს, რადგან მთელი დღის განმავლობაში ინტერვიუ ინტერვიუზე გამოდის“, – განაცხადა მდინარაძემ....
წყარო

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 2 დღის წინ

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 2 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 23 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 9 საათის წინ

Lala

ქუთაისი
  • 11 საათის წინ

Kristi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Liza

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ