მელია გავრილოვის კომენტარს გამოეხმაურა: „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“

სერგეი გავრილოვის კომენტარს, რომელიც მან „მთავარ არხს“ მისცა, გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია. ნიკა მელიას თქმით, გავრცელდა სერგეი გავრილოვის განცხადება, რომელიც მხარს უჭერს „ქართულ ოცნებას“ და 2019 წლის 20 ივნისის ეროვნულ გამოსვლას სახელმწიფო გადატრიალებად აფასებს. „ეს არის პირდაპირი დირექტივა „ქართული ოცნებისთვის“, პოლიტიკური რეპრესიების გასაგრძელებლად დემოკრატიული ოპოზიციის წარმომადგენლებისა და 20 ივნისის [აქციის] მონაწილეთა წინააღმდეგ და მათ დასასჯელად. ბევრი ალბათ სალაპარაკო აღარაფერი აღარ დარჩა, წილი ნაყარია, ხაზები გავლებულია, ყველაფერი ნათელია. ერთ მხარეს დგას ოკუპანტი გავრილოვი, მეორე მხარეს - ქართველი ხალხის შეუპოვარი პროტესტი. როდის, თუ არა ახლა, „ქართული ოცნების“ ყველა დეპუტატმა საკუთარ თავს უნდა დაუსვას მნიშვნელოვანი შეკითხვა, რომელზეც პასუხის გაცემა თავად მოუწევს მრავალი წლის განმავლობაში - რომელ მხარეს დგანან? გავრილოვების თუ ანწუხელიძეების, მერაბ კოსტავების, ჟიული შარტავების, ზვიად გამსახურდიების და ეროვნული ღირსების მხარეს“, - თქვა ბრიფინგზე მელიამ. რუსეთის დუმის დეპუტატი კომუნისტური პარტიიდან სერგეი გავრილოვი კომენტარში, რომლის თარგმანსაც „მთავარი არხი“ ავრცელებს, ამბობს, რომ იმუნიტეტის მოხსნა არ ნიშნავს, რომ ადამიანს აუცილებლად ჩასვამენ ციხეში. „ქართული პოლიტიკა უფრო ემოციურია და პოლიტიკოსები ხშირად აკეთებენ ემოციურ განცხადებებს. ამიტომ, მე არ მინდა საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევა. ჩემი ვიზიტი და ცნობილი კონფლიქტი ერთმანეთთან დაკავშირებული არ ყოფილა. მე ვიცი, რომ 2019 წლის ზაფხულში საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა იყო და თუ ნიკა მელიას აკავებენ, ეს ჩემზე თავდასხმის გამო არ არის. ეს არის უბრალოდ საბაბი, რომ გადატრიალება გაემართლებინათ. მე არ მაქვს საშუალება, რომ საქართველოს შიდაპოლიტიკურ პროცესებს თვალი ვადევნო, მაგრამ ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ (შეიძლება, ვცდებოდე), მაგრამ ეს იყო სახელმწიფო გადატრიალების კარგად დაგეგმილი მცდელობა და მიზანი იყო ხელისუფლების ხელში ჩაგდება სააკაშვილის მიერ“, - აცხადებს გავრილოვი. 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს მოქალაქეებმა პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში იხილეს რუსეთის დუმის კომუნისტი დეპუტატი, სერგეი გავრილოვი. მან პრეზიდენტის რანგში გახსნა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სხდომა. ასამბლეის სხდომა ოპოზიციის ძალისხმევით ჩაიშალა. აღელვებული ხალხი ქუჩაში გამოვიდა და გავრილოვს თბილისის დატოვება აიძულა. პროტესტმა პარლამენტის შენობის წინ გადაინაცვლა და გაიმართა მრავალათასიანი ანტისაოკუპაციო აქცია, რასაც პოლიციის მხრიდან დემონსტრანდების დაშლა მოჰყვა. აქციის მონაწილეების ნაწილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო, მათ შორის, ორმა მოქალაქემ თვალი დაკა...
წყარო

Aida

თბილისი
  • 4 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

ната nuru массаж

თბილისი
  • 3 საათის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Natashka virt

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 საათის წინ

Sofia27

თბილისი
  • 8 თვის წინ

Salo

თბილისი
  • 11 თვის წინ