მიხეილ ყაველაშვილი: ახლა დაირაზმება ოპოზიცია და რას იზამენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ?

„ქართული ოცნების“ დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას „ახლადგამოჩეკილ, ხელოვნურად შექმნილ ტიპაჟს“ უწოდეს. როგორც ყაველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ნიკა მელია საკუთარ თავს ქვეყანაზე მაღლა აყენებს. „ეს ადამიანი არის ახლადგამოჩეკილი, ხელოვნურად შექმნილი ტიპაჟი, თითქოს დასცინის, მაგრამ ვის დასცინის. რა უნდა ამ ადამიანს, შეურაცხყოფას რომ აყენებს ქვეყანას. რა თქმა უნდა, ეს პროვოკაციაა. საკუთარ ქვეყანაზე მაღლა აყენებს თავის თავს. თან რომ ამბობს, რომ კანონმორჩილია და ახსენებს რაღაც გვარებს, რომ იმის გამო არღვევს კანონს, რაღაც მარაზმში გადადის, ახლა დაირაზმება ოპოზიცია და რას იზამენ, პოლიციას წინააღმდეგობას გაუწევენ?“,- განაცხადა ყაველაშვილმა. რაც შეეხება რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის განცხადებას, ყაველაშვილი ამბობს, რომ ოპოზიცია გავრილოვის თემით სპეკულირებს, რომ მმართველ გუნდს რუსეთის ხელისუფლებასთან რაღაც კავშირი აქვს. „სადმე არის ხაზგასმული, ან სადმე ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ ჩვენ რაიმე სახით რუსეთის ხელისუფლებასთან კავშირში ვართ? წარმოგიდგენიათ, რომ გავრილოვის თემით სპეკულირებენ, რომ ჩვენ რაღაც კავშირი გვაქვს რუსეთის ხელისუფლებასთან. ეს ხომ სამარცხვინოა. ამას არცერთი მოქალაქე აღარ ჭამს. ეს ხომ შეუძლებელია. ისეთ დონეზე დაეცნენ, რომ სხვა სალაპარაკო აღარ აქვთ“,- განაცხადა ყაველაშვილმა. ცნობისთვის, როგორც გავრილოვმა „ტვ პირველთან“ საუბრისას განაცხადა, ის სიცრუე, რომელიც ნიკა მელიას მიერ 20 ივნისის მოვლენების ინტერპრეტირებისას იღვრება, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში შელახონ. ამასთან, გავრილოვის თქმით, საქართველოს მმართველი პარტია აკეთებს ყველაფერს, რომ ქვეყანაში აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალებები, სახელმწიფო ამბოხი, რეპრესიები და დიქტატურა....
წყარო

Nina transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 3 დღის წინ

Dako

თბილისი
  • 4 თვის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Vika

თბილისი
  • 4 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 4 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ
  • 100%

Lana

თბილისი
  • 13 საათის წინ

Marimxiar

თბილისი
  • 4 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Maria

თბილისი
  • 5 თვის წინ