მაიკროსოფტის პრეზიდენტი: კიბერთავდასხმა, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებენ, ყველაზე დახვეწილი იყო ისტორიაში

ჰაკერული თავდასხმების კომპანია, რომლის უკანაც, აშშ-ის დაზვერვის ცნობით, დიდი ალბათობით რუსეთი იდგა, "ალბათ იყო უდიდესი და ყველაზე მასშტაბური იერიში, რომელიც კი მსოფლიოს უნახავს" - ამბობს მაიკროსოფტის პრეზიდენტი, ბრედ სმიტი. სმიტი ამ განცხადებით გამოვიდა ინტერვიუში, რომელიც ტელეკომპანია CBS-ის ეთერში 14 თებერვალს გადაიცა. მან ისაუბრა იმ ჰაკერული შეჭრის დიდ მასშტაბზე, რომელიც დეკემბერში გამოვლინდა და რომლის დროსაც შეაღწიეს სამთავრობო და კერძო კომპანიების ქსელებში, აშშ-სა და ბევრ სხვა ქვეყანაში. "როცა გავაანალიზეთ ყველაფერი, რაც მაიკროსოფტში აღმოვაჩინეთ, საკუთარ თავს ვკითხეთ, მაინც რამდენი ინჟინერი იქნებოდა ჩართული ამ თავდასხმების მოწყობაში. და პასუხად მივიღეთ ის, რომ ისინი ნამდვილად 1000-ზე მეტნი უნდა ყოფილიყვნენ" - თქვა სმიტმა. კიბერუსაფრთხოების სფეროს ექსპერტების თქმით, შესაძლოა თვეები დასჭირდეს ყველა დაზიანებული სისტემის ამოცნობას და ჰაკერების გაძევებას. რუსეთი უარყოფს მონაწილეობას კიბერთავდასხმებში. ...
წყარო

Kristi

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tata

თბილისი
  • 6 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 6 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 9 თვის წინ

Elena

თბილისი
  • 11 თვის წინ

Milana

თბილისი
  • 5 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 4 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

mari mari

თბილისი
  • 4 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 2 საათის წინ