კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევაა სამეგრელო-ზემო სვანეთში
საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 740 ახალი შემთხვევიდან, თბილისში დადასტურდა 328 შემთხვევა, აჭარა - 32, იმერეთი - 138, ქვემო
ქართლი - 25, შიდა ქართლი - 69, გურია - 55, სამეგრელო - ზემო სვანეთი
- 41, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 9, სამცხე-ჯავახეთი - 7,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.
ამ ეტაპზე, ქვეყნის მასშტაბით, ინფიცირების მიმდინარე აქტიური
შემთხვევაა 3 831, საიდანაც: 1 848 ადამიანი მკურნალობს
საავადმყოფოში. მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 816, აჭარაში -
152, იმერეთში - 446.
მძიმეა 395 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქედან თბილისში - 168,
აჭარაში - 38, იმერეთში - 114.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 103 მოქალაქე. მათგან თბილისში
- 69, აჭარაში- 6, იმერეთში - 14.
230 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 112 - თბილისში,
102 - აჭარაში, 12 - იმერეთში.
1 753 პირი ვირუსს სახლში მკურნალობს.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 242 ადამიანი. თბილისში - 113,
ხოლო აჭარაში - 44.
სულ 6 ოქტომბრიდან - 15 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია 22 864 მოქალაქე.
თვითიზოლაციაშია 11 020 ადამიანი. აქედან თბილისში - 6 112, აჭარაში -
609, იმერეთში - 1 204....