აფხაზეთის ე.წ. პრემიერი თავს უკეთ გრძნობს, მაგრამ მოსკოვის კლინიკაში რჩება
რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის ალექსანდრ ანქვაბის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა. ექიმები
მის მდგომარეობას დამაკმაყოფილებლად აფასებენ, თუმცა ის მოსკოვის
კლინიკაში აგრძელებს მკურნალობას, სადაც კორონავირუსის მძიმე ფორმით
მოათავსეს.
მანამდე ე.წ. პრემიერი ხელოვნური სუნქთვის აპარატზე იყო შეერთებული.
ახლა კი, როგორც „კავკაზსკი უზელი“ იუწყება, ის რეანიმაციული
განყოფილებიდან, სტაციონარში გადაიყვანეს.
აფხაზ პოლიტიკოსს კორონავირუსი 30 დეკემბერს დაუდასტურდა. ე.წ
პრემიერი თავდაპირველად სახლის პირობებში მკურნალობდა, თუმცა შემდეგ
გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შემდეგ, 7 იანვარს,
ექიმებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომ მას მკურნალობა რუსეთში
გაეგრძელებინა, სადაც ხელოვნური სუნთქვის აპარატი დასჭირდა....