მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ გასცა AstraZeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ(WHO) დაამტკიცა დაავადება COVID-19-ის გამომწვევი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც კომპანია AstraZeneca-მ და ოქსფორდის უნივერსიტეტმა შექმნეს. გამოსაყენებლად დამტკიცებულია ვაქცინის ორივე ვერსია. три საერთაშორისო ორგანიზაციის განმარტებით, ვაქცინა შეესაბამება უსაფრთხოების აუცილებელ კრიტერიუმებს, მისი ეფექტიანობა რისკებზე მაღალია და ამ ვაქცინით შესაძლებელია 18 წელზე უფროსი ასაკის ადამიანების აცრა. WHO-ს თანხმობის შემდეგ, AstraZeneca-ს ვაქცინა გავრცელდება საერთაშორისო პროგრამა COVAX-ით, რომლის მიზანია განვითარებად ქვეყნებს გაუმარტივოს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატებზე წვდომა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის წარმომადგენლის, მარიანჟელა სიმაოს განცხადებით, ქვეყნები, რომლებსაც დღემდე არ ჰქონდათ ვაქცინებზე წვდომა, უკვე შეძლებენ სამედიცინი სფეროს და რისკ-ჯგუფების წარმომადგენელთა ვაქცინაციის დაწყებას. WHO-ს ინფორმაციით, AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის ChAdOx1-ის ეფექტურობა 63.09%-ია, მის შენახვას განსაკუთრებული პირობები არ სჭირდება და ამიტომ, ხელსაყრელია დაბალი და საშუალო შემოსავლების ქვეყნებისთვის. 2020 წლის 31 დეკემბერს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ დაამტკიცა ამერიკულ-გერმანული Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა, რომელსაც -80 გრადუსზე შენახვა სჭირდება. WHO-ს მიერ დამტკიცებულ ორივე ვაქცინას საქართველო ელოდება საერთაშორისო პროგრამა COVAX-ით. ჯანდაცვის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ ვაქცინაცია თებერვლის ბოლოდან დაიწყება. აქვს, თუ არა საქართველოს ვაქცინების შენახვის შესაძლებლობა, ნახეთ აქ. ...
წყარო

Lika

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kristina

თბილისი
  • 19 საათის წინ

Rita

თბილისი
  • 7 წუთის წინ

Анжелина

თბილისი
  • 8 თვის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lata

თბილისი
  • 11 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Ilona

თბილისი
  • 19 საათის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 6 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ