ელისო ბოლქვაძე მელიას იმუნიტეტზე: მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელისთვის გენერალური პროკურატურის მიმართვის საფუძველზე სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხზე ფრაქცია „ქართული ოცნების" დეპუტატი ელისო ბოლქვაძე ამბობს, რომ ემხრობა კანონის უზენაესობას. „პირადად ჩემი აზრი თუ გაინტერესებთ, მე ვემხრობი კანონის უზენაესობას... მე პირადი გადაწყვეტილებები არ შემიძლია მივიღო პარლამენტში... ჩემი აზრი არის ერთადერთი - კანონის უზენაესობა", - უთხრა „მთავარ არხს" ელისო ბოლქვაძემ. ნიკა მელია ბრალდებულია 2019 წლის 20-21 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამეს პარლამენტთან ანტისაოკუპაციო საპროტესტო აქციისას პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობის საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის მუხლით. ამ საქმეზე პარლამენტმა მას იმუნიტეტი ერთხელ უკვე შეუჩერა მე-9 მოწვევის პარლამენტში. 2019 წლის 27 ივნისის განჩინებით, მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა გირაო - 30 000 ლარი და ელექტრონული მონიტორინგი. 2020 წლის 1 ნოემბერს, პარლამენტთან საპროტესტო აქციაზე ნიკა მელიამ საჯაროდ მოიხსნა ელექტრონული მონიტორინგის სამაჯური. ამის შემდეგ, პროკურატურამ სასამართლოს მიმართა გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდის შუამდგომლობით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 ნოემბრის განჩინებით, ნიკა მელიას მიმართ მანამდე შეფარდებული გირაო გაიზარდა 40 000 ლარით და გადახდის ვადად 50 დღე განესაზღვრა. მელიას, ასევე, აეკრძალა ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირებისა და თანხმობის გარეშე სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა. ნიკა მელია საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტის წევრია. მიუხედავად იმისა, რომ მას ოპოზიციიდან არჩეულ კიდევ 50 დეპუტატთან ერთად პარლამენტისთვის ოფიციალურად აქვს მიმართული უფლებამოსილების შეწყვეტის განცხადებით, 2 თებერვალს პარლამენტმა ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 2021 წლის 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ. ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მიმართა თანხმობისთვის, რათა პროკურატურამ სასამართლოსგან ითხოვოს ნიკა მელიას მიმართ გირაოს უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიებით - პატიმრობით შეცვლა. მელიას საკითხის განხილვას პარლამენტი 16 თებერვალს იწყებს. კიდევ ერთ, „ქართუ ბანკთან" დაკავშირებულ საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შემდეგ მელიას მე-9 მოწვევის პარლამენტში დეპუტატის უფლებამოსილება შეუწყვიტეს. საქმე ეხება „ქართუს“ გაკოტრების მცდელობას. თბილისის საქალაქო ...
წყარო

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Qeti

თბილისი
  • 12 დღის წინ

Nata

თბილისი
  • 6 თვის წინ

♥eleniko♥

თბილისი
  • 11 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Inga

თბილისი
  • 4 თვის წინ

Oksana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ekuna

თბილისი
  • 6 თვის წინ

Dina

თბილისი
  • 1 დღის წინ

Яна

თბილისი
  • 8 დღის წინ