მელიას ადვოკატი: პარლამენტმა თავი აარიდა უხერხულ კითხვებს და არ შეგვიშვა სხდომაზე

პარლამენტში მიმდინარე საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე არ შეუშვეს ნიკა მელიას ადვოკატები, სადაც განიხილება გენერალური პროკურორის წინადადება, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე. მელიას ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი აცხადებს, რომ ამ გზით, პარლამენტმა თავი აარიდა იმ უხერხულ კითხვებს, რომლებიც ადვოკატებს კომიტეტის სხდომაზე უნდა დაესვათ. მისი თქმით, დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ადვოკატებს არ მიეცათ უფლება დასწრებოდნენ საკომიტეტო მოსმენას, კიდევ ერთი თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ როგორ მანიპულირებს ხელისუფლება და როგორ იყენებს სახელმწიფო ინსტიტუტებს პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე: „ჩვენ, ნიკა მელიას ადვოკატებს, სრული უფლება გვაქვს დავესწროთ კომიტეტის სხდომას და დავსვათ ის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვები, რომლებიც უნდა გაიგონ პარლამენტის წევრებმა და საზოგადოებამ. მთავარი შეკითხვა გვაქვს, თუ რა საფუძველი არსებობს იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ გამოყენებული იყო პატიმრობის ღონისძიება. დაპატიმრების გამოყენებისთვის აუცილებელია, რომ სახეზე გვქონდეს მიმალვა, ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე და მტკიცებულებების განადგურება. რომელი ეს ქმედება ჩაიდინა ნიკა მელიამ ორი წლის განმავლობაში? საქართველოს პარლამენტში თავი აარიდეს უხერხულ კითხვებს და ამიტომ არ შეგვიშვეს სხდომაზე. ეს არის კითხვები გირაოს არალეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ლაპარაკობენ, რომ მელიამ გირაო არ გადაიხადა, რაც არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. გირაოზე გირაოს გადახდა ეს არის ფორმალობა და ზოგადად, ყველა შეზღუდვა ნიკა მელიას საქმეზე იყო ფორმალობა. ამაზე ორი წლის განმავლობაში ყველას თვალი ჰქონდა დახუჭული და მხოლოდ მაშინ ააქტიურებდნენ საკითხს, როდესაც ეს იყო პოლიტიკურად მიზანშეწონილი“. იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის თქმით, ადვოკატებს კომიტეტისთვის ოფიციალურად არ მიუმართავთ და, ამასთან, პარლამენტი არ არის სასამართლო, რომ დაცვისა და ბრალდების მხარეებს მოუსმინოს და ამით სასამართლოს კომპეტენციაში შეიჭრას. პროკურორ ამირან გულუაშვილის განცხადებით, ერთადერთი მიზეზი და საფუძველი, რის გამოც მოხდა წინადადების პარლამენტისთვის წარდგენა, ეს არის ნიკა მელიას უარი გირაოს გადახდაზე: „სხვა სამართლებრივი მოცემულობა ამ საკითხს არ აქვს. ჩვენი თვითმიზანი არასოდეს ყოფილა ნიკა მელიას დაპატიმრება. ჩვენი მიზანი იყო მართლმსაჯულების პროცესი წარმართულიყო სამართლებრივ ჩარჩოებში და მის მიმართ ყოფილიყო გამოყენებული ადეკვატური აღკვეთის ღონისძიება". კომიტეტის სხდომის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტების საპრო...
წყარო

Qeti

თბილისი
  • 9 დღის წინ

Nini

ბათუმი
  • 11 თვის წინ

Олеся

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anuki

თბილისი
  • 6 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 9 საათის წინ

Monika

თბილისი
  • 6 თვის წინ

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lala

ქუთაისი
  • 10 საათის წინ

Катя

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ

Nina

თბილისი
  • 8 თვის წინ

Kato

თბილისი
  • 2 დღის წინ