ხატია დეკანოიძე - „თუ ისე გათავხედდნენ, რომ მართლა "გავრილოვის პატიმარი" უნდათ ჰყავდეთ, ეს დაუჯდებათ ძალიან ძვირი“

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, ხატია დეკანოიძე თვლის, რომ ხელისუფლება ვერ გაბედავს ნიკა მელიას დაკავებას და თუ ამას შეეცდება, ეს "ძალიან ძვირი დაუჯდება". რაც შეეხება გენერალური პროკურორის მიმართვაზე 16 თებერვალს პარლამენტის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებას, ხატია დეკანოიძე რადიო თავისუფლების "დილის საუბრებში" ამბობს: "ეს არ არის სამართლებრივი გადაწყვეტილება, ეს არის უმრავლესობის მხრიდან პოლიტიკური გადაწყვეტილება. ამ სიტუაციაში დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილიც ჩართულია ბოლომდე. ახლა უკვე საკუთარ ხლართში, მახეში გაება "ქართული ოცნება" და რა ქნან უკვე არ იციან. ვფიქრობ, როცა ნიკამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ გირაოს არ გადაუხდიდა გავრილოვს, ძალიან სწორი იყო. მისი ამ ნაბიჯით ძალიან მნიშვნელოვნად მოხდა ყველასთვის, მათ შორის, იმისი დამტკიცება და გაცნობიერება, რომ საქართველოში ჩვენ სასამართლო და ის ინსტიტუტები, რომლებიც უნდა იცავდნენ ადამიანს, მათ შორის, საპარლამენტო რესპუბლიკაში - პარლამენტი, ჩვენ არ გაგვაჩნია". ხატია დეკანოიძე პარლამენტის მიერ პროკურორის მიმართვის დაკმაყოფილების შემთხვევაში მოსალოდნელ შედეგებზე ლაპარაკობს: „მაინც ვიხრები იმისკენ, რომ ბოლომდე ვერ გაბედავენ, ვერ დაიჭერენ და ვერ დააკავებენ ასე ღიად, რადგან ამ პოლიტიკური კრიზისის პირობებში კიდევ ნიკას დაკავებით პრაქტიკულად მთელ ამ პოლიტიკურ კრიზისსა და ჭაობს, რომელშიც ჩაფლეს ქვეყანა, კიდევ უფრო ცეცხლი მოეკიდება. სხვათა შორის, ყველა - ნიკა, მისი მეგობრები, ყველა ოპოზიციური პარტია - ამ აზრზე იყო გუშინ და ყველა ვსაუბრობთ იმაზე, რომ ეს უნდა დაუჯდეთ ძალიან ძვირი და ძალიან დიდი ფასი უნდა გადაიხადონ". ხატიან დეკანოიძე გამოთქვამს მზადყოფნას ფიზიკურადაც კი დაიცვას ნიკა მელია დაპატიმრებისგან: „მე მზად ვარ, ნამდვილად, ნიკა დავიცვა ფიზიკურადაც, მის გვერდით ვიყო და ბევრი ადამიანია ასეთი - არა მხოლოდ ჩვენი პარტიიდან და ჩვენი მეგობრები, არამედ ჩვენი პარტნიორი ოპოზიციური პარტიების ლიდერები. ვიმეორებ, ასე მოვიდნენ ღიად და ხელბორკილი დაადონ, რაზეც ნიკა ამბობს, რომ ამას არ შეეგუება, არ დათანხმდება, მგონია, რომ ამას ვერ გაბედავენ და ვერ დააკავებენ. ყოველ შემთხვევაში, თუ ისე გათავხედდნენ, რომ მართლა "გავრილოვის პატიმარი" უნდათ ჰყავდეთ, ეს დაუჯდებათ ძალიან ძვირი. ჩემი ღირსების საქმეა! რას ვაპროტესტებდი მაშინ 20 ივნისს?!". ...
წყარო

Ирина

თბილისი
  • 3 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 5 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Nini

თბილისი
  • 9 თვის წინ

Ninaka

თბილისი
  • 7 თვის წინ

Anka

თბილისი
  • 5 თვის წინ

Zarra

თბილისი
  • 5 თვის წინ

Anastasia

თბილისი
  • 4 თვის წინ

Alena

თბილისი
  • 2 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 2 დღის წინ

Lika

თბილისი
  • 5 საათის წინ