პარლამენტთან სამოქალაქო აქტივისტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან სამოქალაქო აქტივისტების აქცია მიმდინარეობს. „რუსეთიზაციის 9 წელი“, - ასეთია აქციის ორგანიზატორების მთავარი გზავნილი. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერის, ნიკა მელიასთვის სადეპუტატო მანდატის შეჩერების საკითხის განხილვას, რომელზეც დღეს პარლამენტი მსჯელობს. აქტივისტებმა პარლამენტთან მიიტანეს მავთულხლართიც, რომელზეც რუსი დეპუტატის სერგეი გავრილოვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიასა და „ქართული ოცნების" წევრების სურათები ჩამოკიდეს. „გვახსოვს 20 ივნისი და არ ვაპირებთ, რომ არც ნიკა მელია და არც სხვა ადამიანი გავრილოვის ხარკისთვის დავაკავებინოთ", - ამბობენ აქტივისტები. პარლამენტში მიმდინარეობს საპროცედურო საკითხთა და წესების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ერთობლივი სხდომა, სადაც განიხილება გენერალური პროკურორის მიმართვა. პროკურატურა პარლამენტისგან ითხოვს თანხმობას ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების მიზნით სასამართლოსათვის მიმართვაზე. ნიკა მელია ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მისი დაკავების არანაირი საფუძველი არ არსებობს და ამას ხელისუფლება ვერც „პოლიტიკურად გაბედავს“: „რაც არ უნდა გააკეთონ ახლა ამათმა, გავრილოვის დასაჭერი მე არ ვარ, საქართველოს არც ერთი მოქალაქის დაჭერა არ შეიძლება გავრილოვის გამო იმიტომ, რომ 20 ივნისს საერთო ეროვნულ გამოსვლაში მიიღო მონაწილეობა. ეს არის და ეს! გამორიცხული არის, მიაჭერინებენ ხელის ცახცახით ღილაკს ხელს როგორც ჩანს, მაგრამ მერე იძულებული გახდება „ქართული ოცნების“ პოლიტიკური კლასი, ტელეფონი ხელში აიღოს, მურუსიძეს დაურეკონ და დავალება მისცენ, რომ მელია არ დაიჭიროთ იმიტომ, რომ თავზე ჩამოგვენგრევა პოლიტიკური ხელისუფლებაო. აი, ამას გააკეთებენ! შესაბამისად, გირაოსაც როგორც დავპირდი, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერენ და ამას ვნახავთ მინიმუმ დღის ბოლოს ან ხვალ, როდესაც ჩაინიშნება სასამართლო პროცესი. სამართალთან არანაირი საერთო არ აქვს ამ საქმეს“. გენერალურმა პროკურორმა პარლამენტს მას შემდეგ მიმართა, რაც ნიკა მელიამ არ გადაიხადა აღკვეთის ღონისძიებად შეფარდებული გირაო. მელია აცხადებს, რომ მიუხედავად ამისა, ხელისუფლება ვერ დაიჭერს, რადგან მის წინააღმდეგ არანაირი სამართლებრივი საფუძველი და მტკიცებულება არ გააჩნია. საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ 5 თებერვალს განაცხადა, რომ ბრალდებულ ნიკა მელიას, რომელმაც გირაოს თანხა, 40 000 ლარი არ გადაიხადა სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში, 2020 წლის 24 დეკემბრამდე, დამატებით ერთ კვირას აძლევს მის გადასახდელად. მელიამ იმავე დღეს თქვა, რომ გირაოს არ გადაიხდის და ვერც დააკავებენ. ერთკვირიანი ვადის ამოწურვის შემდეგ, 12 თებერვალს ...
წყარო

ната nuru массаж

თბილისი
  • 15 საათის წინ

Анжелина

თბილისი
  • 9 თვის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

анастасия

თბილისი
  • 1 თვის წინ

Нора

თელავი
  • 5 თვის წინ

Tatuli

თბილისი
  • 5 თვის წინ

Kesi mulatka

თბილისი
  • 9 თვის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Elza

თბილისი
  • 3 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Babi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Lanuki transi

თბილისი
  • 9 თვის წინ