ნიკა მელია ჩემთან მიმართებით ზღვარს გაცდა, სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს, მაინც ამას მივაწერ

თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და არც თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ. ფაქტია, ნიკა მელია ჩემთან მიმართებით ზღვარს გაცდა, სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა მძიმე ემოციური ფონი აქვს, მაინც ამას მივაწერ, – ამის შესახებ პარლამენტში პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კარგი იქნებოდა ქართველი პოლიტიკოსები, ემოციური და პირადი განწყობების გარეშე გადაწყვეტილების მიღებას მიჩვეოდნენ. „მინდა, განსაკუთრებით, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს გთხოვოთ, არ გაიზიაროთ პროკურატურის შუამდგომლობა. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ თუ გვინდა ნორმალურ ქვეყანაში ვიცხოვროთ, ნორმალურ ქვეყანაში ოპოზიციური პარტიის არც წარმომადგენლებს და არც თავმჯდომარეებს იმუნიტეტს არ უნდა უხსნიდნენ. იმუნიტეტის არსი, შინაარსი და ფილოსოფია არის ის და ამიტომაც მოიგონეს სადეპუტატო იმუნიტეტი, რომ ოპოზიციურ დეპუტატებს ჰქონდეთ გამოხატვის თავისუფლებისას ხელები გახსნილი, არ ეშინოდეთ თავისი ქმედებების. ვიღაცამ შეიძლება მითხრას, რას ექომაგები იმ კაცს, რომელიც დილიდან შენზე საძაგლობებს იძახისო. ფაქტია, ნიკა მელია  ჩემთან მიმართებით ზღვარს გაცდა, სიტყვა გაექცა და ზედმეტები მოსდის, თუმცა, მძიმე ემოციური ფონი აქვს, მაინც ამას მივაწერ და ამით გავამართლებ მის ქმედებას. ამდენად გთხოვდით და მოგიწოდებდით, რომ თუ გვინდა ნორმალური ქვეყანა, რა დამოკიდებულებაც არ უნდა გქონდეთ ნიკა მელიას ან „ნაციონალური მოძრაობისადმი“ არ დაუჭიროთ მხარი მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხს. თქვენც აღმოჩნდებით ოპოზიციურ ადგილებზე და მაშინ აუცილებლად დაგვეთანხმებით, რომ ჩვენი ეს მოთხოვნა და თხოვნა სწორი იყო. ჩვენ ქართველი პოლიტიკოსები ემოციური და პირადი განწყობების გარეშე თუ მივეჩვევით გადაწყვეტილების მიღებას უკეთესი იქნებოდა“, – განაცხადა ელისაშვილმა. მისივე თქმით, მთავარი არა შედეგი, არამედ საკითხის გამომწვევი მიზეზია. „ახლა ჩვენ შედეგზე ვსაუბრობთ და ჩემთვის მთავარია მიზეზი. ყველაზე აღმაშფოთებელი არის მიზეზი. გახსოვთ, 2012 წელს რითი ვიყავით მთელი ქვეყანა აღშფოთებულები, უსამართლობით, მაშინ ორ არხზე ვმუშაობდი, ვიყავი ჟურნალისტი და არ ვმალავდი რომ ვიყავი „ქართული ოცნებისა“ და ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი. არ ვმალავდი, რადგან მეგონა ხელისუფლების ცვლილებასთან ერთად, ქვეყანაში სამართალი დაისადგურებდა და სამართლიანობა აღდგებოდა. ყველაზე ჯოჯოხეთურ სიზმარშიც კი ვერ წარმოვიდგენდი, რომ უსამართლობის სიმბოლო, მურუსიძე უვადო მოსამართლე გახდებოდა. ეს არის ყველაზე დიდი არათუ შეცდომა, შეგნებული დანაშაული. ამიტომაც ვარ ოპოზიციაში, ამიტომ შევქმენით ოპოზიციური პარტია, ვიქნებოდი მეც „ქართულ ოცნებაში“ რაიმე თბილ თანამდებ...
წყარო

Inesa

თბილისი
  • 1 დღის წინ

Bela transi

თბილისი
  • 8 თვის წინ

Elza

თბილისი
  • 1 დღის წინ

молодая

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nitaa

თბილისი
  • 17 დღის წინ

Svetlana

თბილისი
  • 1 დღის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Luba

თბილისი
  • 59 წუთის წინ

Lilu

თბილისი
  • 4 თვის წინ

Babi

თბილისი
  • 7 თვის წინ

Saly

თბილისი
  • 5 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 5 თვის წინ