პროკურატურამ ნავალნის 950 000 რუბლით დაჯარიმება მოითხოვა ომის ვეტერანის ცილისწამების საქმეზე

რუსეთის პროკურატურამ ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის, 950 000 რუბლით (13 000 $) დაჯარიმება მოითხოვა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ცილისწამების საქმეზე. ბრალდების მხარე დაზარალებულად მიიჩნევს მეორე მსოფლიო ომის 95 წლის ვეტერანს, იგნატ არტიომენკოს, რომელიც სხვადასხვა პროფესიის ადამიანებთან ერთად შარშან მონაწილეობდა ვლადიმირ პუტინზე მორგებული საკონსტიტუციო ცვილებებების მხარდამჭერ სააგიტაციო ვიდეორგოლში. ალექსეი ნავალნიმ თავის ბლოგში „ფულზე გაყიდული ლაქიები და მოღალატეები“ უწოდა აღნიშნულ სარეკლამო რგოლში მონაწილე, პუტინის მხარდამჭერ ყველა პირს. მანამდე, იმავე სასამართლომ, 2 თებერვალს, ე.წ. „ივ როშეს“ საქმეზე, სულ მცირე 2,5 წლით პატიმრობა შეუფარდა ოპოზიციის ლიდერ ალექსეი ნავალნის, რომელიც სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის. 16 თებერვლის სასამართლი პროცესზე პროკურორმა განაცხადა, რომ არტიომენკოში „სიმბოლიზებულია ყველაფერი, რაც ნავალნის რუსეთში ეზიზღება“. ბრალდება ვარაუდობს, რომ ოპიზიციონერ პოლიტიკოსს განზრახული ჰქონდა საბჭოთა კავშირის როლის დისკრედიტაცია მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების საქმეში. ალექსეი ნავალნი და მისი ადვოკატები საქმეს პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებენ და აცხადებენ, რომ შეფასებითი მსჯელობა არ შეიძლება ჩაითვალოს ცილისწამებად. ადვოკატებმა მოსამართლეს მოუწოდეს, არ დაარღვიოს ადამიანის უფლებათა კონვენცია, გამოიტანოს ნავალნის გამამართლებელი განაჩენი და შეწყვიტოს საქმე. ...
წყარო

Tika

თბილისი
  • 11 თვის წინ

Nata

თბილისი
  • 8 თვის წინ

Nuca

თბილისი
  • 8 თვის წინ

Rita

თბილისი
  • 2 საათის წინ

Alena

თბილისი
  • 1 დღის წინ

Viktoria

თბილისი
  • 1 დღის წინ

Veronika

თბილისი
  • 1 დღის წინ

Tatiana

თბილისი
  • 9 თვის წინ

Lile

თბილისი
  • 6 თვის წინ

Lika

თბილისი
  • 3 დღის წინ

Anka

თბილისი
  • 3 დღის წინ

Nitaa

თბილისი
  • 22 დღის წინ